1.      SPS ქვეკომიტეტი ამიერიდან დაფუძნებულია. კომიტეტმა უნდა გამართოს შეხვედრა ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში, შემდეგ კი ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ან მინიმუმ  წელიწადში ერთხელ. თუ მხარეები შეთანხმდებიან, SPS ქვეკომიტეტის შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს ვიდეო ან აუდიო კონფერენციის სახით. SPS ქვეკომიტეტმა შესაძლებელია ცალკეული საკითხების დასარეგულირებლად გამოიყენოს კორესპონდენცია.

2.       SPS ქვეკომიტეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი ფუნქციები:

(a) ამ თავთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა;

(b) ამ თავის განხორციელებაზე მონიტორინგი და ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მისი განხორციელებისას;

(c) ამ შეთნხმების IV-XII დანართების გადახედვა, კერძოდ ამ თავით გათვალისწინებული კონსულტაციებისა და პროცედურების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის კუთხით.

(d) საბოლოოდ განახორციელოს ცვლილებები ამ შეთანხმების IV - XII დანართებში, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მოცემული პირობის მიხედვით, ან მოცემული თავით გათვალისწინებული სხვა ფორმით და

(e) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისათვის   მიაწოდოს მოსაზრებები და  რეკომენდაციები სხვა ორგანოებს, წინამდებარე შეთანხმების VIII კარით გათვალისწინებული პირობების მიხედვით (ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები).

3.      მხარეები თანხმდებიან საჭიროებისამებრ შექმნან ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება მხარეთა ექსპერტებით. სამუშაო ჯგუფმა უნდა მოახდინოს ამ თავის განხორციელებიდან გამომდინარე ტექნიკური და სამეცნიერო საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება. დამატებითი ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში  მხარეებმა შესაძლებელია ჩამოაყალიბონ დროებითი ჯგუფები, მათ შორის სამეცნიერო და ექსპერტთა ჯგუფები. ასეთი დროებითი ჯგუფების წევრობა არ უნდა იყოს შეზღუდული მხარეთა წარმომადგენლობით.

4.      SPS ქვეკომიტეტმა რეგულარულად უნდა აცნობოს, ანგარიშების წარდგენის ფორმით, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს, რომელიც შექმნილია წინამდებარე შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

5.      SPS ქვეკომიტეტმა პირველივე შეხვედრაზე უნდა დაამტკიცოს  თავისი სამუშაო პროცედურები.

6.      ნებისმიერი გადაწყვეტილება, რეკომენდაცია, ანგარიში ან სხვა ქმედება განხორციელებული SPS ქვეკომიტეტის ან SPS ქვეკომიტეტის მიერ შექმნილი სხვა ჯგუფის მიერ, დამტკიცებული უნდა იქნას მხარეთა შორის კონსენსუსის საფუძველზე.

თავი 5

საბაჟოსა და   ვაჭრობის ხელშეწყო