1. მხარეები აღიარებენ საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის მნიშვნელობას ორმხრივ განვითარებად სავაჭრო გარემოში. მხარეები თანხმდებიან გააძლიერონ თანამშრომლობა აღნიშნულ სფეროში, რათა უზრუნველყონ კანონიერი ვაჭრობის განვითარების და ეფექტური კონტროლის განხორციელების მიზნების აღსრულება, როგორც შესაბამისი კანონმდებლობისა და პროცედურების, ასევე შესაბამისი უწყებების ადმინისტრაციული შესაძლებლობების, როგორც მნიშვნელოვანი პრინციპის, გამოყენების გზით.
2. მხარეები აღიარებენ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საჯარო პოლიტიკის ამოცანებს, რომლებიც მოიცავს ვაჭრობის ხელშეწყობას, უსაფრთხოებას, თაღლითობის თავიდან აცილებას და მათ შორის დაბალანსებულ მიდგომა