1. იმპორტის პირობები ეკვივალენტობის აღიარებამდე
(a) მხარეები თანხმდებიან წინამდებარე შეთანხმების IV-A დანართით და IV-C (2) და (3) დანართებით განსაზღვრული ნებისმიერი საქონლის იმპორტი დაექვემდებაროს ეკვივალენტობის აღიარებამდე პირობებს. წინამდებარე შეთანხმების 56-ე მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების დაურღვევლად იმპორტიორი მხარის იმპორტის პირობები გამოიყენება ექსპორტიორი მხარის მთელ ტერიტორიაზე. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ და ამ შეთანხმების 58-ე მუხლის შესაბამისად, იმპორტიორმა მხარემ უნდა შეატყობინოს ექსპორტიორ მხარეს წინამდებარე შეთანხმების IV-A და IV-C დანართებში მითითებულ საქონელზე თავისი სანიტარული და/ან ფიტოსანიტარული საიმპორტო მოთხოვნები. აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებისამებრ უნდა მოიცავდეს ოფიციალური სერტიფიკატების ან დეკლარაციების ან კომერციული დოკუმენტების ნიმუშებს, რომლებიც დაწესებულია იმპორტიორი მხარის მიერ; და
(b) (i) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მითითებული პირობების ცვლილებები ან შეთავაზებული ცვლილებები უნდა შეესაბამებოდნენ SPS შეთანხმებით განსაზღვრულ შესაბამისი შეტყობინების პროცედურებს;
(ii) წინამდებარე შეთანხმების 64-ე მუხლის დებულებების დაურღვევლად, იმპორტიორი მხარე ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეცვლილი პირობების ძალაში შესვლის თარიღის დადგენისას მხედველობაში მიიღებს მხარეებს შორის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროს; და
(iii)თუ იმპორტიორი მხარე ვერ შეასრულებს შეტყობინების შესახებ მოთხოვნებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ის გააგრძელებს იმპორტის პირობების ცვლილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში იმ სერტიფიკატებით ან მოწმობებით სარგებლობას რომლებიც აკმაყოფილებდა წინა პერიოდის მოთხოვნებს.
2. იმპორტის პირობები ეკვივალენტობის აღიარების შემდეგ
(a) ეკვივალენტობის აღიარებაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან 90 დღის განმავლობაში, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე შეთანხმების 57-ე მუხლის მე-10 პუნქტში, მხარეები მიიღებენ საჭირო საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ეკვივალენტობის აღიარების განსახორციელებლად და ამის საფუძველზე მათ შორის წინამდებარე შეთანხმების IV-A და IV-C (2)(3) დანართში აღწერილი საქონლით ვაჭრობის დასაშვებად. აღნიშნულ საქონელზე იმპორტიორი მხარის მიერ მოთხოვნილი ოფიციალური სერტიფიკატი ან ოფიციალური დოკუმენტი შეიძლება ჩანაცვლდეს წინამდებარე შეთანხმების X-B დანართში მოცემული სერტიფიკატით;
(b) იმ სექტორების ან ქვესექტორების საქონლისთვის, რომლებისთვისაც ყველა ზომა არ არის აღიარებული ეკვივალენტურად, ვაჭრობა გრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ პუნქტში მოცემული პირობების დაცვით. ექსპორტიორი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში გამოყენებულ იქნება ამ მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები.
3. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან საქონელი, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების IV-A და IV-C (2) დანართებში, არ საჭიროებს იმპორტის ნებართვას მხარეებს შორის.
4. იმ პირობებისთვის, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მოცემული საქონლით ვაჭრობაზე, ექსპორტიორი მხარის მოთხოვნით მხარეები დაიწყებენ კონსულტაციებს SPS ქვეკომიტეტის მეშვეობით წინამდებარე შეთანხმების 65-ე მუხლის დებულებების შესაბამისად, იმპორტიორ მხარესთან იმპორტის ალტერნატიულ ან დამატებით პირობებზე შეთანხმების მიზნით. ასეთი ალტერნატიული ან დამატებითი პირობები შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში, ეფუძნებოდეს ექსპორტიორი მხარის ზომებს, რომლებიც აღიარებული აქვს იმპორტიორ მხარეს როგორც ეკვივალენტური. შეთანხმების შემთხვევაში იმპორტიორი მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო და/ან ადმინისტრაციულ ზომებს შეთანხმებული იმპორტის პირობების საფუძველზე იმპორტის დასაშვებად 90 დღის განმავლობაში.
5. საწარმოების სია, წინასწარი აღიარება
(a) წინამდებარე შეთანხმების IV-A დანართის მე-2 ნაწილში მოცემული ცხოველური პროდუქციის იმპორტისას, ექსპორტიორი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი გარანტიები, იმპორტიორი მხარე საწარმოების ინდივიდუალური ინსპექტირების გარეშე პირობითად აღიარებს ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე არსებულ გადამამუშავებელ საწარმოებს წინამდებარე შეთანხმების VII.2.1 დანართის შესაბამისად. ასეთი აღიარება უნდა იყოს წინამდებარე შეთანხმების VII დანართში მოცემული პირობებისა და დებულებების შესაბამისი გარდა იმ შემთხვევისა როდესაც დამატებითი ინფორმაციაა მოთხოვნილი, იმპორტიორი მხარე შესაბამისი გარანტიებით გამყარებული მოთხოვნის მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებს ყველა აუცილებელ საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციულ ზომას აღნიშნულის საფუძველზე იმპორტის დასაშვებად.
საწარმოების წინასწარი სიის დამტკიცება უნდა მოხდეს წინამდებარე შეთანხმების VII დანართის დებულებების შესაბამისად.
(b) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მოცემული ცხოველური საქონლის იმპროტისას, ექსპორტიორი მხარე მიაწოდებს იმპორტიორ მხარეს იმ საწარმოების სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ იმპორტიორი მხარის მოთხოვნებს.
6. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მეორე მხარე წარმოადგენს საჭირო ახსნა-განმარტებებს და დამადასტურებელ ინფორმაციას იმ განსაზღვრებებსა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც წინამდებარე მუხლშია მოცემულ