ცხოველთა
დაავადებების, ცხოველებში ან მავნებლებში ინფექციების
მდგომარეობის
აღიარება

1.
ცხოველთა დაავადებებთან და ცხოველებში ინფექციებთან (ზოონოზის ჩათვლით) მიმართებაში განხორციელდება
შემდეგი:

(a)
იმპორტიორი მხარე აღიარებს ექსპორტიორი მხარის ან მისი რეგიონების ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაჭრობის მიზნით, ამ შეთანხმების V დანართით განსაზღვრულ დაავადებებთან მიმართებაში, ამ შეთანხმების
IV-A დანართში მოცემული პროცედურების შესაბამისად

(b)

როდესაც მხარე თვლის, რომ მის ტერიტორიაზე ან მისი ტერიტორიის რეგიონში მას აქვს განსაკუთრებული მდგომარეობა კონკრეტულ ცხოველთა დაავადების კუთხით, გარდა იმ დაავადებებისა, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების IV-A დანართში, მას შეუძლია მოითხოვოს ამ სტატუსის აღიარება ამ შეთანხმების V დანართის C ნაწილში მოცემული პროცედურის შესაბამისად. ამასთან მიმართებაში იმპორტიორ მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს  გარანტიები, განმარტებითი კომენტარის თანდართვით, ცოცხალ ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით, რომელიც შეესაბამება მხარეთა შორის შეთანხმებულ სტატუსს;

(c)
მხარეების ტერიტორიის, რეგიონების, სექტორის თუ ქვესექტორის სტატუსი, რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა დაავადებებთან (IV-A დანართში ჩამოთვლილი დაავადებების გარდა), ან ინფექციასთან ცხოველებში, და/ან მასთან დაკავშირებულ რისკებთან, შესაბამისად, როგორც განსაზღვრულია OIE-ს მიერ,  მხარეების მიერ განიხილება, როგორც მათ შორის ვაჭრობის ძირითადი საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, იმპორტიორმა მხარემ შესაძლებელია მოითხოვოს გარანტიები ცოცხალ ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების იმპორტთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება OIE–ს რეკომენდაციების მიხედვით განსაზღვრულ სტატუსს.

(d)

წინამდებარე შეთანხმების  5
6-ე, მე-58 და 6
2-ე მუხლების დაურღვევლად და თუ იმპორტიორი მხარე არ იქნება წინააღმდეგი და არ მოითხოვს დამხმარე ან დამატებით ინფორმაციას ან კონსულტაციას და/ან გადამოწმებას, თითოეული მხარე დაუყოვნებლივ გაატარებს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ვაჭრობის დასაშვებად „a“, „b“ და „c“ ქვეპუნქტების მიხედვით.

2.
მავნებლებთან დაკავშირებით გატარდება შემდეგი ზომები:

(a)

მხარეები
IV-B დანართის შესაბამისად ვაჭრობის მიზნით ცნობენ მათ იმ მავნებლებთან დაკავშირებულ მდგომარეობას, რომლებიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების V-B დანართში;

(b)

წინამდებარე შეთანხმების 5
6-ე, მე-58 და 6
2-ე მუხლების დაურღვევლად და თუ იმპორტიორი მხარე არ იქნება წინააღმდეგი და არ მოითხოვს დამხმარე ან დამატებით ინფორმაციას ან კონსულტაციას და/ან გადამოწმებას, თითოეული მხარე დაუყოვნებლივ გაატარებს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ვაჭრობის დასაშვებად წინამდებარე პუნქტის „a“ ქვეპუნქტის
მიხედვით.

რეგიონალიზაციის/ზონირების, მავნებლებისგან თავისუფალ  ზონების  (PFA) აღიარება

მხარეები ცნობენ რეგიონალიზაციისა და PFA–ს კონცეფციას, როგორც ეს მოცემულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 1997 წლის მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციასა (IPPC)  და ფიტოსანიტარული ზომების საერთაშორისო  სტანდარტებში (ISPM).

მხარეები თანხმდებიან რომ რეგიონალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებები წინამდებარე შეთანხმების IV-A დანართში მოცემულ ცხოველთა და  თევზის დაავადებებზე,  და წინამდებარე შეთანხმების IV-B დანართში მოცემულ მავნებლებზე,  მიღებულ უნდა იქნეს წინამდებარე შეთანხმების V დანართის A და B ნაწილებში მოცემული დებულებების შესაბამისად.

ცხოველთა დაავადებებთან  დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების 56-ე მუხლზე დაყრდნობით, ექსპორტიორი მხარე იმპორტიორი მხარის მიერ მისი რეგიონალიზაციის აღიარების მიზნით ატყობინებს მიღებული ზომების შესახებ გადაწყვეტილებათა სრული აღწერითა და შესაბამისი მონაცემებით. წინამდებარე შეთანხმების 57-ე მუხლის პირობების დაურღვევლად და თუ იმპორტიორ მხარეს არ ექნება დასაბუთებული პრეტენზია და არ მოითხოვს დამატებით ინფორმაციას ან კოსულტაციას და/ან გადამოწმებას შეტყობინების მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ასე მიწოდებული რეგიონალიზაციის გადაწყვეტილება ჩაითვლება მიღებულად.

ამ
პუნქტის
პირველ ქვეპუნქტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება ამ შეთანხმების 5
7-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. იმპორტიორი მხარე შეაფასებს დამატებით ინფორმაციას მისი მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტში მითითებული დამოწმება განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების 6
0-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნის მიღებიდან 25 სამუშაო დღის
განმავლობაში.

მავნებლებთან დაკავშირებით თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ  მცენარეებით, მცენარეული პროდუქციით და სხვა ობიექტებით ვაჭრობისას გათვალისწინებულია მავნებლების მდგომარეობა მეორე მხარის მიერ აღიარებულ დაცულ ზონასა ან მავნებლებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე. PFA-ს აღიარების მაძიებელმა მხარემ უნდა აცნობოს მეორეს მის მიერ  გატარებული ღონისძიებების შესახებ და მოთხოვნის შესაბამისად უნდა მისცეს სრული ინფორმაცია და ახსნა-განმარტება მის შექმნასა  და შენარჩუნებაზე, FAO-ს ან IPPC-ის სტანდარტების, მათ შორის ISPM-ის მიხედვით. ამ შეთანხმების 6
2-ე მუხლის დაურღვევლად და თუ მხარე არ იქნება წინააღმდეგი და არ მოითხოვს დამატებით ინფორმაციას,  კონსულტაციას და/ან გადამოწმებას შეტყობინების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, რეგიონალიზაციის გადაწყვეტილება მავნებლისგან თავისუფალ ტერიტორიაზე  ჩაითვლება მიღებულად.

ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება წინამდებარე შეთანხმების 5
7-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. იმპორტიორი მხარე შეაფასებს დამატებით ინფორმაციას მისი მიღებიდან სამი თვის განმავლობაში. ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტში მითითებული დამოწმება განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების მე-6
0 მუხლის შესაბამისად, დამოწმებაზე მოთხოვნის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში, განხილვის ქვეშ მყოფი მავნებლისა თუ მცენარის ბიოლოგიის გათვალისწინებით.

მე-4-მე-6 პუნქტებში მოყვანილი პროცედურების დასრულების შემდეგ და წინამდებარე შეთანხმების 6
2-ე მუხლის დაურღვევლად, თითოეული მხარე, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, გაატარებს აუცილებელ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ამ პირობებით ვაჭრობის დასაშვებად.

დანაწილება

მხარეები შესაძლოა ჩაერთონ დანაწილებასთან დაკავშირებულ შემდგომ განხილვებშ