1.
თითოეული მხარე წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს ორი სამუშაო დღის განმავლობაში საზოგადოების, ცხოველთა ან მცენარეთა ჯანმრთელობისათვის სერიოზული ან მნიშვნელოვანი რისკების თაობაზე, მათ შორის სურსათის კონტროლთან მიმართებაში საგანგებო ვითარებაზე ან სიტუაციებზე, სადაც ნათლად არის განსაზღვრული ჯანმრთელობაზე სერიოზული ზემოქმედების რისკი, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური ან მცენარეული პროდუქტის მოხმარებასთან, კერძოდ:
(a)
ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გავლენას ახდენს წინამდებარე შეთანხმების 5
4-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ რეგიონალიზაციის
გადაწყვეტილებებზე;
(b)
ცხოველთა ნებისმიერი დაავადებების არსებობა ან განვითარება, რომლებიც ჩამოთვლილია წინამდებარე შეთანხმების
IV-A დანართში ან იმ რეგულირებადი მავნებლების არსებობა ან განვითარება, რომლებიც ჩამოთვლილია წინამდებარე შეთანხმების
IV-B დანართში;
(c)
ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის შედეგები ან მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები ცხოველთა დაავადებებთან ან მავნებლებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან მოცემული წინამდებარე შეთანხმების
IV-A და
IV-B დანართებში ან რომელიც არის ცხოველის ახალი დაავადება ან
მავნებელი; და
(d)
ნებისმიერი დამატებითი ღონისძიება, ძირითადი მოთხოვნების გარდა, ცხოველთა დაავადების, ან მავნებლების კონტროლის ან აღმოფხრვისთვის, საზოგადოების ჯანდაცვის ან მცენარეთა დაცვისათვის, პროფილაქტიკის პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის
ვაქცინაციის
პოლიტიკა.
2.
შეტყობინებები ხორციელდება წერილობით, წინამდებარე შეთანხმების 5
6-ე მუხლის მე
-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საკონტაქტო
პირების
მეშვეობით.
წერილობითი შეტყობინება ნიშნავს შეტყობინებას ფოსტით, ფაქსით ან ელფოსტით.
3.
როდესაც მხარეს აქვს სერიოზული ეჭვი ადამიანის, ცხოველის ან მცენარის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკზე, ამ მხარის მოთხოვნის შესაბამისად კონსულტაციები აღნიშნულ მდგომარეობაზე უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. ასეთ გარემოებებში თითოეული მხარე წარადგენს ამომწურავ ინფორმაციას ვაჭრობაში შეფერხებების თავიდან ასაცილებლად და ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვასთან
მიმართებაში.
4.
მხარის მოთხოვნის შესაბამისად კონსულტაციები ცხოველთა კეთილდღეობაზე უნდა გაიმართოს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა. ასეთ გარემოებებში თითოეული მხარე შეეცდება წარადგინოს მოთხოვნილი
ინფორმაცია.
5.
მხარის მოთხოვნის შესაბამისად კონსულტაციები, როგორც ეს აღნიშნულია მე-3 და მე-4 პუნქტებში, ტარდება ვიდეო ან აუდიო კონფერენციის სახით. მომთხოვნი მხარე უზრუნველყოფს კონსულტაციის ოქმის მომზადებას, რომელიც ოფიციალურად დადასტუდება მხარეების მიერ. აღნიშნულისთვის გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები.
6.
ორმხრივად დანერგილი სწრაფი განგაშის სისტემა და ადრეული გაფრთხილების მექანიზმი ნებისმიერ ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ საგანგებო მდგომარეობაზე ამოქმედდება მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მხარეები შეთანხმდებიან ასეთი მექანიზმის ფუნქციონირების ღონისძიებებზ