1.
იმ შემთხვევაში თუ ექსპორტიორი მხარე ახორციელებს ღონისძიებებს თავის ტერიტორიაზე, რათა უზრუნველყოს ნებისმიერი რისკის კონტროლი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს ან რისკს წარმოადგენს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარის სიჯანსაღისთვის, ექსპორტიორმა მხარემ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების დაურღვევლად, უნდა განახორციელოს ეკვივალენტური ღორნისძიებები, იმპორტორ ქვეყანის ტერიტორიაზე საფრთხის ან რისკის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად.
2.
ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის დასაცავად იმპორტიორ მხარეს შეუძლია განახორციელოს დროებითი ღონისძიებები. მხარეებს შორის ტვირთის ტრასპორტირებისას, იმპორტიორმა მხარემ უნდა მიიღოს მაქსიმალურად შესაფერისი და თანაზომადი გადაწყვეტილება, რათა თავიდან აიცილოს შეფერებები მხარეთა შორის ვაჭრობაში.
3.
მხარე, რომლიც ახორციელებს მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების მიღებას, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ამის შესახებ, არაუგვიანეს ღონისძიებების მიღებიდან ერთი სამუშაო დღისა. რომელიმე მხარის მოთხოვნისა და ამ შეთანხმების 57-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული დებულებების საფუძველზე, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები, არსებული მდგომარეობის შესახებ, შეტყობინებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. მხარეებმა, მხედველობაში უნდა მიიღონ კონსულტაციის პერიოდში წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია და შეეცადონ თავიდან აიცილონ შეფერხებები ვაჭრობაში, საჭიროებისამებრ გაითვალისწინონ წინამდებარე შეთანხმების 57-ე მუხლის მე–3 პუნქტის დებულებებით განსაზღვრული კონსულტაციების შედეგებ