1.
მხარეები თანხმდებიან, რომ იმპორტის  შემოწმება, რომელიც ხორციელდება იმპორტიორი მხარის მიერ ექსპორტიორი მხარის საქონლის იმპორტირებისას, უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე შეთანხმების
VIII დანართის A ნაწილით გათვალისწინებულ პრინციპებს. ასეთი შემოწმების შედეგებმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს წინამდებარე შეთანხმების მე-6
0 მუხლში მოცემულ დამოწმების
პროცესს.

2.
თითოეული მხარის მიერ დადგენილი იმპორტის ფიზიკური შემოწმების  სიხშირე განსაზღვრულია ამ შეთანხმების VIII დანართის B ნაწილში. მხარეს შეუძლია ასეთი შემოწმების სიხშირე შეცვალოს მისი კომპეტენციისა და შიდა მოქმედი კანონმდებლობის  ფარგლებში, წინამდებარე შეთანხმების 55-ე და 58-ე მუხლების შესაბამისად მიღწეული პროგრესის შედეგად  ან  დამოწმებების, კონსულტაციებისა ან ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარების შედეგად. შესაბამისად, 63-ე მუხლით განსაზღვრულმა SPS ქვეკომიტეტმა თავისი გადაწყვეტილებით უნდა შეცვალოს ამ შეთანხმების VIII დანართის B ნაწილი.

3.
ინსპექტირების მოსაკრებელი, საჭიროებისამებრ, შეიძლება  ფარავდეს მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს მიერ იმპორტის შემოწმებისას გაწეულ ხარჯებს. მოსაკრებელი  უნდა დაანაგრიშდეს იმავე საფუძველზე, როგორც ეს ანგარიშდება ადგილობრივი წარმოების  ანალოგიური პროდუქტის
ინსპექტირებისას.

4.
იმპორტიორმა მხარემ ექპორტიორ მხარეს, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა აცნობოს ყველა  ცვლილების შესახებ, მათ შორის ამ ცვლილებების მიზეზების  შესახებ, რომელიც შეეხება იმპორტის შემოწმებებს და ინსპექტირების მოსაკრებელს, ან ასეთი შემოწმების სხვა მნიშვნელოვან   ადმინისტრაციულ  ცვლილებებს.

5.
წინამდებარე შეთანხმების 63-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული SPS ქვეკომიტეტის მიერ დადგენილი თარიღიდან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ  პირობებზე, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის  კონტროლს, წინამდებარე შეთანხმების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ მიზნით, რომ  მიიღონ  და ორმხრივად შეამცირონ, სადაც ეს შესაძლებელია, იმპორტის ფიზიკური შემოწმების სიხშირე იმ საქონლისთვის, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის „a“ ქვეპუნქტში.

ზემოაღნიშნული
თარიღიდან, მხარეებს შეუძლიათ ორმხრივად აღიარონ  ერთმანეთის კონტროლი გარკვეულ საქონელზე და შესაბამისად ამ საქონელზე შეამცირონ ან ჩაანაცვლონ იმპორტის  შემოწმებ