1.
ამ თავის მიზანია სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობა მხარეებს შორის, I
II დანართში ჩამოთვლილი ყველა ღონისძიების ჩათვლით, ამავე დროს ადამიანების, ცხოველთა ან მცენარეთა სიცოცხლისა ან ჯანმრთელობის დაცვა შემდეგი სახით:
(a)
სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ვაჭრობასთან დაკავშირებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გატარებისას, რომლებიც ჩამოთვლილია I
II დანართში.
(b)
მხარეების ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სტატუსის აღიარება და რეგიონალიზაციის
პრინციპის
გატარება.
(c)
მხარის მიერ გატარებული ზომების, რომლებიც ჩამოთვლილია ამ შეთანხმების
III დანართში, ეკვივალენტურობის აღიარების
სისტემის
ჩამოყალიბება.
(d)
SPS შეთანხმების
აღსრულების
გაგრძელება.
(e)
ვაჭრობის ხელშეწყობისთვის მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავება; და
(f)
კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესება მხარეთა შორის ამ შეთანხმების
III დანართში ჩამოთვლილ
ზომებთან
დაკავშირებით.
2.
ამ თავის მიზანია ასევე მიაღწიოს მხარეთა შორის ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებთან დაკავშირებით საერთო აზრ