1.
მხარეებმა უნდა განამტკიცონ თანამშრომლობა სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების სისტემების სფეროში, მხარების შესაბამისი სისტემების უკეთ გაცნობისა და მათ შესაბამის ბაზრებზე დაშვების გაადვილების მიზნით. ამ მიზნიდან გამომდინარე, მათ შეიძლება აწარმოონ რეგულირებასთან დაკავშირებული დიალოგები როგორც ჰორიზონტალურ, ისე სექტორულ დონეებზე.
2.
თანამშრომლობის პროცესში, მხარეებმა უნდა გამოავლინონ, განავითარონ და წაახალისონ ვაჭრობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ინიციატივები, რაც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით:
(a)
რეგულირებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის განმტკიცება გამოცდილებისა და მონაცემთა ურთიერთგაცვლის და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გზით, ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, ბაზრის ზედამხედველობის, შესაბამისობის შეფასებისა და აკრედიტაციის ხარისხის გაუმჯობესების და რეგულირებებთან დაკავშირებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით;
(b)
თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება მხარეების მეტროლოგიაზე, სტანდარტიზაციაზე, ბაზრის ზედამხედველობაზე, შესაბამისობის შეფასებასა და აკრედიტაციაზე პასუხისმგებელ შესაბამის საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებს შორის.
(c)
საქართველოში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასებისა და ბაზრის ზედამხედველობის სისტემისათვის ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების სტიმულირება;
(d)
შესაბამისი ევროპული ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა;
(e)
გადაწყვეტილებების მოძიება ვაჭრობაში იმ ტექნიკურ ბარიერებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას; და
(f)
საჭიროებისამებრ, ძალისხმევის მიმართვა საკუთარი პოზიციების შესაჯერებლად საერთო ინტერესების საკითხებზე ვაჭრობასა და რეგულირებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა ვმო და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის (UNECE