თუ მხარე გადაწყვეტს, რომ დააწესოს დროებითი ან საბოლოო ანტიდემპინგური ან საკომპენსაციო გადასახადი, ამგვარი გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დემპინგის ზღვარს ან სუბსიდიის მთლიან ოდენობას, და ამავე დროს, იგი უნდა იყოს დემპინგის ზღვარზე ან სუბსიდიის მთლიან ოდენობაზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაკლები გადასახადი იქნება ადეკვატური ადგილობრივი წარმოებისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

თავი 3

ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასე