1.
მხარეები თანხმდებიან, რომ ანტიდემპინგის და საკომპენსაციო ზომები გამოყენებული იქნება ანტიდემპინგის და სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმებების მოთხოვნების სრული შესაბამისობით და დაეფუძნება სამართლიან და გამჭვირვალე სისტემას.

2.
მხარეები უზრუნველყოფენ, რომ დაუყოვნებლივ დროებითი ზომების დაწესების შემდეგ მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სრულად და გონივრულად გამჟღავნდეს ინფორმაცია ყველა იმ  არსებითი ფაქტისა და განხილვის შესახებ, რომლებიც ქმნიან ამ ზომების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. აღნიშნული არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ანტიდემპინგის შეთანხმების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტთან და სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტთან. ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება წერილობითი ფორმით და დაინტერესებულ მხარეებს მიეცემათ საკმარისი დრო კომენტარების გასაკეთებლად.

3.
თითოეულ დაინტერესებულ მხარეს მიეცემა შესაძლებლობა იქნეს მოსმენილი და გამოხატოს თავისი შეხედულებები ანტიდემპინგური და სუბსიდიის საწინააღმდეგო მოკვლევების მიმდინარეობის დროს, თუ ეს არ აფერხებს მოკვლევის ჩატარების პროცეს