1.
მხარეები ადასტურებენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს GATT 1994-ის VI მუხლის, ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული GATT 1994-ის VI მუხლის განხორციელების შესახებ შეთანხმების („ანტიდემპინგის შეთანხმება“) და ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული სუბსიდიებისა და დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების („სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შეთანხმება“) შესაბამისად.
2. წ
ინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) პირველ თავში (ეროვნული რეჟიმი და საქონლის ბაზარზე დაშვება) ფორმულირებული წარმოშობის პრეფერენციული წესები არ გამოიყენება ამ ნაწილთან მიმართებაში.
3. ამ ნაწილის დებულებები არ ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავს (დავების მოგვარება