1.      წინამდებარე შეთანხმების 59-ე მუხლის პირობების დაურღვევლად  მხარეები ითანამშრომლებენ, რომ გაიზარდოს მეორე მხარის ოფიციალური კონტროლის სისტემისა და მექანიზმის ორმხრივი გაგება, რომლებიც გამიზნულია ამ შეთანხმების IV დანართში ჩამოთვლილი SPS ზომების განხორციელებისათვის, და ასეთი სტრუქტურისა და მექანიზმების ფუნქციონირების თაობაზე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია, მათ შორის, საერთაშორისო აუდიტის ანგარიშების მეშვეობით, თუკი ის კეთდება საჯაროდ და მხარეებს შეუძლიათ გაცვალონ ინფორმაცია ასეთი აუდიტის შედეგებზე ან  სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

2.      კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების  ფარგლებში წინამდებარე შეთანხმების 55-ე მუხლის შესაბამისად ან ეკვივალენტობის განსაზღვრის ფარგლებში 57-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები განახორციელებენ ერთმანეთის ინფორმირებას შესაბამის სფეროებში საკანონმდებლო ან სხვა პროცედურულ ცვლილებებზე.

3.      აღნიშნულ კონტექსტში, ევროკავშირი თავის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე დროულად მოახდენს საქართველოს ინფორმირებას, რათა შესაძლებლობა მისცეს საქართველოს განიხილოს თავის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საკითხი.

თანამშრომლობის აუცილებელი დონე უნდა იქნეს მიღწეული, რათა ხელი შეეწყოს საკანონმდებლო დოკუმენტების გადაცემას ერთ–ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

ამ მიზნით თითოეული მხარე მეორე მხარეს წარუდგენს საკონტაქტო პირს. მხარეები აგრეთვე შეატყობინებენ ერთმანეთს საკონტაქტო პირების საკითხთან დაკავშირებული ცვლილებების შესახე