1. მხარეები აკრძალავენ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადების და სხვა მოსაკრებლების ეკვივალენტური ეფექტის მქონე ადმინისტრაციულ გადასახდელებს.
2. მხარის საბაჟო უწყების, ან მისი სახელით მოქმედი სხვა უწყების მიერ იმპორტზე ან ექსპორტზე დაკისრებულ ან აღნიშნულთან დაკავშირებულ ყველა სახის მოსაკრებელთან და გადასახდელებთან მიმართებით და წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) პირველი თავის (ეროვნული რეჟიმი და საქონლის ბაზარზე დაშვება) შესაბამისი დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე:
(a) მოსაკრებლების და გადასახდელების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ დეკლარანტის მოთხოვნის საფუძველზე, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო პირობების, საათებისა და ადგილებისაგან განსხვავებული პირობებით, საათებში და ადგილებზე გაწეული მომსახურების განხორციელებაზე, ასევე ამ მომსახურებასთან და ასეთი იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ფორმალურ მხარეებთან დაკავშირებით;
(b) მოსაკრებლების და გადასახდელების ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს მიწოდებული მომსახურების ხარჯებს;
(c) მოსაკრებლების და გადასახდელების გამოთვლა არ უნდა განხორციელდეს ადვალორულ პრინციპზე დაყრდნობით;
(d) გადასახდელების და მოსაკრებლების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ოფიციალურად განსაზღვრული მედია საშუალების მეშვეობით, შესაძლებლობის შემთხვევაში ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მიწოდებულ მომსახურებაზე დაკისრებული გადასახდელის ან მოსაკრებლის მიზნობრიობას, ინფორმაციას პასუხისმგებელი უწყების შესახებ, ინფორმაციას დასაკისრებელი გადასახდელების და მოსაკრებლების შესახებ და როდის და როგორ უნდა განხორციელდეს გადახდა;
(e) ახალი ან შეცვლილი გადასახდელების და მოსაკრებლების დაკისრება არ უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ აღნიშნული ინფორმაცია არ გამოქვეყნდება და არ გახდება ხელმისაწვდომ