მხარეები თანხმდებიან:
(a) უზრუნველყონ შესაბამისი კანონმდებლობის და პროცედურების გამჭვირვალობა და საჯაროობა, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული საშუალებებით, და იქონიოს მათი მიღების შესახებ დასაბუთება. გაიმართოს რეგულარული კონსულტაციები და განისაზღვროს გონივრული დროის მონაკვეთი ახალი ან შეცვლილი დებულებების გამოქვეყნებიდან მათ ძალაში შესვლამდე.
(b) საბაჟო და ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებთან და პროცედურებთან მიმართებაში სავაჭრო წარმომადგენლებთან დროული და რეგულარული კონსულტაციების გამართვის საჭიროებაზე.
(c) გაასაჯაროონ ადმინისტრაციული ხასიათის ინფორმაცია, უწყების მოთხოვნების, საქონლის შეტანის ან გატანის პროცედურების, პორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე საბაჟო სამსახურების სამუშაო საათებისა და სამუშაო პროცედურების შესახებ, ასევე ინფორმაციის მოსაძიებლად საკონტაქტო ინფორმაცია.
(d) ხელი შეუწყონ ოპერატორებსა და შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობას, არადისკრეციული და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი პროცედურების მეშვეობით, მათ შორის მსო-ს მიერ გამოქვეყნებულ პროცედურებზე დაყრდნობით; და
(e) უზრუნველყონ, რომ მათი შესაბამისი საბაჟო და საბაჟოსთან დაკავშირებული მოთხოვნები და პროცედურები პასუხობდეს სავაჭრო სექტორის კანონიერ საჭიროებებს, იხელმძღვანელონ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით და შეძლებისდაგვარად ნაკლებად შეზღუდონ ვაჭრობ