2. პრევენციის ქვეკომიტეტის წევრები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი მორალური თვისებებით და გააჩნდეთ პროფესიული გამოცდილება სამართალწარმოების, კერძოდ სისხლის სამართლის, სასჯელაღსრულების ან პოლიციის ორგანოთა, ან თავისუფლებააღკვეთილ პირებთან მუშაობის ამა თუ იმ სფეროში.
3. პრევენციის ქვეკომიტეტის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბარი გეოგრაფიული გადანაწილებისა და სხვადასხვა იურიდიული სისტემებისა და ცივილიზაციების წარმოდგენის პრინციპი.
4. დაკომპლექტებისას ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბარი გენდერული წარმომადგენლობა თანასწორობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებზე დაყრდნობით.
5. პრევენციის ქვეკომიტეტის წევრი არ შეიძლება იყოს ერთი და იმავე სახელმწიფოს ორი მოქალაქე.
6. პრევენციის ქვეკომიტეტის წევრები მოქმედებენ ინდივიდუალურად, არიან დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები და უზრუნველყოფენ პრევენციის ქვეკომიტეტის ეფექტურ მუშაობა