-2 და მე
-3 მუხლებში მითითებული მექანიზმების საშუალებით, თითოეული მხარე თანახმაა განხორციელდეს ვიზიტები მისი იურისდიქციისა და კონტროლის ქვეშ არსებულ ნებისმიერ ადგილზე, სადაც იმყოფებიან ის პირები, რომელთაც თავისუფლება აღკვეთილი აქვთ სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ბრძანების ან მოთხოვნის, ან თანხმობის საფუძველზე (შემდგომში
–
დაკავების ადგილი). ასეთი ვიზიტების მიზანია აღნიშნულ პირთა დაცვის გაძლიერება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან.
2. წინამდებარე ოქმის მიზნებისათვის თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს ნებისმიერი ფორმით დაკავებას ან დაპატიმრებას, ან პირის მოთავსებას საერთო ან ცალკე იზოლატორში, რომლის დატოვებაც პირს არ შეუძლია სასამართლო, ადმინისტრაციული ან სხვა ორგანოს ბრძანების გარეშე.
ნაწილი II. პრევენციის ქვეკომიტე