(ა) პირველ რიგში გათვალისწინებულ იქნება კანდიდატის შესაბამისობა წინამდებარე ოქმის მე–5 მუხლში მითითებულ მოთხოვნებთან და კრიტერიუმებთან;
(ბ) თავდაპირველი არჩევნები გაიმართება წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა;
(გ) მხარეები პრევენციის ქვეკომიტეტის წევრებს აირჩევენ ფარული კენჭისყრით;
(დ) პრევენციის ქვეკომიტეტის წევრთა არჩევნები ჩატარდება გაეროს გენერალური მდივნის მიერ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოწვეულ მხარეთა სხდომებზე. ასეთ სხდომებზე, რომელთა კვორუმსაც შეადგენს მხარეთა ორი
-მესამედი, პრევენციის ქვეკომიტეტის წევრებად აირჩევიან ის პირები, რომლებიც დააგროვებენ ხმების ყველაზე დიდ რაოდენობას და სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას.
2. თუ კენჭისყრის შედეგად პრევენციის ქვეკომიტეტის წევრობისათვის საჭირო ხმების ოდენობას დააგროვებს მხარის ორი მოქალაქე, პრევენციის ქვეკომიტეტის წევრი გახდება ის კანდიდატი, რომელსაც უფრო მეტი ხმა აქვს მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მოქალაქე მიიღებს ერთსა და იმავე ოდენობის ხმებს, გამოიყენება შემდეგი პროცედურა:
(ა) თუ ორი კანდიდატიდან მხოლოდ ერთი იქნა დასახელებული იმ მხარის მიერ, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს, პრევენციის ქვეკომიტეტის წევრი გახდება ეს მოქალაქე;
(ბ) თუ ორივე კანდიდატი დასახელებულ იქნა იმ მხარის მიერ, რომლის მოქალაქეებსაც ისინი წარმოადგენენ, ჩატარდება ცალკე ფარული კენჭისყრა, რომელიც გამოავლენს ქვეკომიტეტის წევრს;
(გ) თუ ორიდან არცერთი კანდიდატი არ ყოფილა დასახელებული იმ მხარის მიერ, რომლის მოქალაქეებსაც ისინი წარმოადგენენ, ჩატარდება ცალკე ფარული კენჭისყრა, რომელიც გამოავლენს ქვეკომიტეტის წევრ