ა) ცხოველის ან მცენარის ჯიში არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხლების მოთხოვნებს;
ბ) სელექციონერის უფლების მინიჭება დაფუძნებული იყო სელექციონერის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, ამასთანავე, სელექციონერის უფლების მინიჭების დროს არ იყო დაკმაყოფილებული ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშისთვის შესაბამისად ამ კანონის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი პირობები;
გ) სელექციონერის უფლება მიენიჭა იმ პირს, რომელსაც არ ჰქონდა ამის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან ეს უფლება გადასცა იმ პირს, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით ეკუთვნოდა სელექციონერის უფლების მინიჭებ