თავი VI

ჯიშის დასახელება

(ა) [ჯიშის აღნიშვნა დასახელებით, დასახელების გამოყენება]

(ა) ჯიში აღნიშნული უნდა იყოს დასახელებით, რომელიც არის მისი გვარის აღნიშვნა.

(ბ)     ყოველი     ხელშემკვრელი     მხარე     უზრუნველყოფს,     რომ     მე-(4)     პუნქტის

გათვალისწინებით    აღნიშვნის,       ჯიშის    დასახელებად   რეგისტრაციის    შედეგად

წარმოშობილმა არავითარმა უფლებებმა არ შეუშალოს ხელი ამ დასახელების ჯიშთან

დაკავშირებით    თავისუფალ    გამოყენებას,        სელექციონერის    უფლების    ვადის

ამოწურვის შემდეგაც კი.

(2)[დასახელების       დახასიათება]       დასახელება       უნდა       იძლეოდეს       ჯიშის

იდენტიფიკაციის     საშუალებას.     იგი      არ     შეიძლება     შედგებოდეს     მხოლოდ

ციფრებისაგან, იმ შემთხვევათა გამოკლებით,  როცა ეს შეესაბამება ჯიშის სახელის მინიჭების მიღებულ პრაქტიკას. იგი არ უნდა იწვევდეს შეცდომას ან აღრევას მოცემული ჯიშის მახასიათებლების, ჯიშის მნიშვნელობის ან სელექციონერის იდენტურობასთან დაკავშირებით. კერძოდ იგი უნდა განსხვავდებოდეს ნებისმიერი სხვა დასახელებისაგან, რომლითაც ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აღნიშნულია იგივე მცენარის სახეობის არსებული ჯიში ან ახლოს მდგომი სახეობა.

(3) [დასახელების რეგისტრაცია] ჯიშის დასახელებას კომპეტენტურ ორგანოს სთავაზობს სელექციონერი. თუ აღმოჩნდება, რომ ამგვარი დასახელება მე-(2) პუნქტის მოთხოვნებს არ პასუხობს, მაშინ მითითებული ორგანო უარს აცხადებს მის რეგისტრაციაზე და ითხოვს, რომ სელექციონერმა მიაწოდოს დადგენილი ვადის განმავლობაში სხვა დასახელება. ჯიშის დასახელება რეგისტრირდება კომპეტენტური ორგანოს მიერ სელექციონერისათვის უფლების მინიჭებასთან ერთად.

(4) [მესამე პირთა ადრინდელი უფლებები] მესამე პირთა ადრინდელი უფლებები არ

უნდა შეიბღალოს, თუ ადრე შეძენილი უფლების გამო რომელიმე ჯიშის დასახელების

გამოყენება   პირისათვის   აკრძალულია,   რომელიც   (7)   პუნქტის   დებულებათა

შესაბამისად ვალდებულია გამოიყენოს იგი, მაშინ კომპეტენტური ორგანო ითხოვს,რომ სელექციონერმა წარადგინოს ჯიშისათვის ახალი დასახელება.

(5) [დასახელების   ერთიანობა    ყველა    ხელშემკვრელი    მხარისათვის]ჯიში    ყველა

ხელშემკვრელ  მხარეს  უნდა  წარედგინოს  ერთი  და  იმავე  დასახელებით.  ყოველი

ხელშემკვრელი    მხარის     კომპეტენტური     ორგანო     ამგვარად    შემოთავაზებულ

დასახელებას არეგიტსტრირებს, თუ იგი არ ჩათვლის, რომ მის ტერიტორიაზე ასეთი

დასახელება მიუღებელია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მან სელექციონერისაგან უნდა

მოითხოვოს სხვა დასახელების წარდგენა.

(6) [ინფორმაცია         ხელშემკვრელ         მხარეთა         კომპეტენტურ         ორგანოთა

შორის]ხელშემკვრელი  მხარის  კომპეტენტურმა  ორგანომ  უნდა  უზრუნველყოს

ხელშემკვრელ   მხარეთა   კომპეტენტური   ორგანოების   ინფორმირება   ჯიშების

დასახელებათა  შესახებ,  კერძოდ  დასახელებათა  წარდგენის,  რეგისტრაციისა  და

შეცვლის შესახებ. ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გაგზავნოს შენიშვნა,თუ  აქვს,  დასახელების  რეგისტრაციის  შესახებ  იმ  ორგანიზაციაში,  რომელმაც

შეატყობინა მას ამ დასახელების თაობაზე.

(7) [დასახელების      გამოყენების      ვალდებულება]      რომელიმე      ხელშემკვრელი

მხარის    ტერიტორიაზე,  ამ  ტერიტორიაზე  დაცული  ჯიშის  სათესლე    მასალის

გასაყიდად  შემოთავაზებული  ან  გამყიდველი  ნებისმიერი  პირი  ვალდებულია

გამოიყენოს  ამ  ჯიშის  დასახელება  ამ  ჯიშზე  სელექციონერის  უფლების  ვადის

ამოწურვის  შემდეგაც  კი,  თუ  მე-(4)  პუნქტის  დებულებათა  შესაბამისად  ადრე

შეძენილი უფლებები არ ეწინააღმდეგება ამგვარ გამოყენებას.

(8) [დასახელებასთან ერთად გამოყენებული აღნიშვნები] თუ ჯიში შეთავაზებულია

გასაყიდად ან იყიდება, ნებადართულია სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდების

ან   სხვა   ამგვარი   აღნიშვნის   ჯიშის   რეგისტრირებულ   დასახელებასთან   ერთად

გამოიყენება. თუ ასეთი აღნიშნვა შეესაბამება მითითებულს, მაშინ ჯიშის დასახელება,მიუხედავად შესაბამისობისა, იოლად ამოსაცნობი უნდა იყოს.

თავი VII

სელექციონების უფლების გაბათილება და გაუქმე