(1)[ბიუროს ამოცანები და ხელმძღვანელობა] კავშირის ბიურო ასრულებს საბჭოს მიერ

დასახულ მოვალეობებსა და ამოცანებს. ბიუროს ხელმძღვანელობას ახორციელებს

გენერალური მდივანი.

(2)[გენერალური მდივნის მოვალეობები] გენერალური მდივანი პასუხს აგებს საბჭოს

წინაშე; იგი პასუხისმგებელია საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისათვის. იგი

საბჭოს წარუდგენს ბიუჯეტს დასამტკიცებლად და უზრუნველყოფს მის შესრულებას,ანგარიშვალდებულია   საბჭოს   წინაშე   თავისი   მუშაობის   შესახებ   და   წარადგენს მოხსენებას თავისი მოღვაწეობისა და კავშირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

(3)[თანამშრომლები]  26(5)(iii)-ე       მუხლის      დებულებათა      გათვალისწინებით, თანამშრომლების  დანიშვნისა  და  დაქირავების  პირობები,  რომელიც  აუცილებელია კავშირის   ბიუროს   ამოცანების   ეფექტიანი   განხორციელებისათვის,   განისაზღვრება ადმინისტრაციული  და  ფინანსური  წესები