(1) [შემადგენლობა]    საბჭო    შედგება    კავშირის    წევრთა    წარმომადგენლებისაგან.

კავშირის ყოველი წევრი ნიშნავს ერთ წარმომადგენელს და ერთ მის შემცვლელს.

წარმომადგენლებს ან შემცვლელებს შეუძლიათ ჰყავდეთ თანაშემწეები ან მრჩევლები.

(2) [თანამდებობის პირები] საბჭო ირჩევს პრეზიდენტს და პირველ ვიცეპრეზიდენტს

თავის  წევრთაგან.  მას  შეუძლია  აირჩიოს  ვიცე-  პრეზიდენტები.  პირველი  ვიცე-

პრეზიდენტი  ცვლის  პრეზიდენტს  იმ  შემთხვევაში,    თუ  პრეზიდენტს  არ  აქვს

შესაძლებლობა  შეასრულოს  თავისი  ფუნქციები.  პრეზიდენტს  ირჩევენ  სამწლიანი

ვადით.

(3) [სესიები]საბჭოს  სესიებს  იწვევს  მისი  პრეზიდენტი.  საბჭოს  მორიგი  სესიები

ტარდება   ყოველწლიურად.   ამის   გარდა   პრეზიდენტს   შეუძლია   მოიწვიოს   საბჭო

თავისი შეხედულებისამებრ, იგი საბჭოს იწვევს სამი თვის ვადაში, თუ ამას მოითხოვს

საბჭოს წევრთა ერთი მესამედი.

(4) [დამკვირვებლები]   სახელმწიფოები,     რომლებიც  არ  არიან  კავშირის  წევრები

შეიძლება  მოწვეული  იქნენ  საბჭოს  სხდომაზე  დამკვირვებლად.  ამგვარ  სხდომებზე

შეიძლება მოწვეულნი იქნენ აგრეთვე სხვა დამკვირვებლები და ექსპერტები.

(5) [საბჭოს ამოცანები] საბჭოს ამოცანებს შეადგენს:

(i) კავშირის ინტერესების უზრუნველსაყოფად შესაფერისი ღონისძიებების შესწავლა

და მისი განვითარების ხელშეწყობა;

(ii) მისი პროცედურული წესების მიღება;

(iii) გენერალური მდივნის, და თუ საბჭო საჭიროდ ჩათვლის გენერალური მდივნის

მოადგილის დანიშვნა, და მათი დანიშვნის პირობების განსაზღვრა;

(iv)   საბჭოს   ყოველწლიური   ანგარიშის   განხილვა   და   მისი   შემდგომი   მუშაობის

პროგრამის მიღება;

(v)    გენერალური    მდივნისათვის    საბჭოს    ამოცანების    შესასრულებლად    ყველა

აუცილებელი მითითების მიცემა;

(vi) საბჭოს ადმინისტრაციული და საფინანსო წესების დადგენა;

(vii)  კავშირის  ბიუჯეტის  განხილვა  და  დამტკიცება,  აგრეთვე  საბჭოს  ყოველი

წევრისათვის შენატანების ოდენობის დადგენა;

(viii) გენერალური მდივნის მიერ წარდგენილი საფინანსო ანგარიშების განხილვა და

დამტკიცება;

(ix)კონფერენციების    ჩატარების    თარიღისა    და    ადგილის    დადგენა,   რომლებიც

მითითებულია  38-ე  მუხლით  და  მათი  მომზადებისათვის  აუცილებელი  ზომების

მიღება; და

(x)     ზოგადი     კავშირის     ეფექტიანი     საქმიანობის     უზრუნველსაყოფად     ყველა

აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება.

(6)[ხმების   რაოდენობა]    (ა)   კავშირის    ყოველ   წევრს,       რომელიც    სახელმწიფოს

წარმოადგენს,  საბჭოში აქვს ერთი ხმა.

(ბ)     ნებისმიერი     ხელშემკვრელი     მხარე,          რომელიც     სახელმწიფოთაშორისი

ორგანიზაციაა, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, შეუძლია

ისარგებლოს უფლებით მისცეს ხმა კავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით. ასეთი

სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია ვერ ისარგებლებს ამ უფლებით,          თუ   ხმას

აძლევს თავად მისი წევრი სახელმწიფო და პირიქით.

(7)[უმრავლესობა] საბჭოს გადაწყვეტილებას იღებენ ხმათა უბრალო უმრავლესობით,ამასთან  საბჭოს  გადაწყვეტილებას,  მიღებულს  მე-5  (II)  ,  (VI)  და  (VII)  პუნქტების

საფუძველზე, აგრეთვე 28(3)-ე,29(5)-ე და 38(1)-ე მუხლების საფუძველზე, იღებენ ხმათა

სამი მეოთხედით, თავშეკავება ხმად არ ჩაითვლებ