(1)[შემოსავლები]კავშირის დანახარჯები იფარება:

(i)კავშირის წევრი ქვეყნების ყოველწლიური შენატანებით;

(ii) გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული გადასახადებით;

(iii) სხვადასხვა შემოსავლებით;

(2)[შენატანები: წილები]  (ა) კავშირის ყოველი  წევრი ქვეყნის წილი ყოველწლიური

შენატანის       საერთო       ჯამში       განისაზღვრება       ხარჯების       საერთო       ჯამის

გათვალისწინებით,      რომელიც   იფარება   კავშირის   წევრი   ქვეყნების   შენატანების

ხარჯზე,       და    ერთეული    შენატანთა   ოდენობით    მოცემული    ქვეყნის    მიმართ

გამოყენებული მე-(3) პუნქტის მიხედვით. მითითებული წილი იანგარიშება მე-(4)

პუნქტის მიხედვით.

(ბ) ერთეულ შენატანთა ოდენობა გამოიხატება მთელი ან წილადი რიცხვებით,   იმ

პირობით,  რომ არც ერთი წილადი არ იქნება ერთ მეხუთედზე ნაკლები.

(3)[შენატანები:  ყოველი  წევრის  წილი](ა)  კავშირის  ნებისმიერი  წევრის  შესაბამისი

ერთეული  შენატანის  ოდენობა,     რომელიც  1961/1972  წ.წ.  ან  1978  წლის  აქტის

მონაწილეა,  იმ თარიღისათვის,  რომლიდანაც იგი შებოჭილია ამ კონვენციით რჩება

იგივე,  რა  ერთეული  შენატანითაც  შეესაბამებოდა  მას  უშუალოდ  მითითებულ

თარიღამდე.

(ბ)       ნებისმიერი       კავშირის       სხვა       წევრი       სახელმწიფო,               კავშირთან

მიერთებისას,    გენერალური  მდივნისადმი  გაგზავნილ  განცხადებაში  მიუთითებს

მისთვის მისაღებ ერთეული შენატანის ოდენობას.

(გ) კავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს,   გენერალური მდივნისადმი გაგზავნილ

განცხადებაში,      შეუძლია   ნებისიმიერ  დროს  მიუთითოს  ერთეული   შენატანის

ოდენობა,    რომელიც  (ა)  და  (ბ)  ქვეპუნქტების  თანახმად  მისთვის  შესაბამისისაგან

განსხვავდება. ასეთი განცხადება, თუ იგი შეტანილია კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ძალას იძენს მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ძალას იძენს მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისიდან,  რომლის განმავლობაშიც იყო შეტანილი განცხადება.

(4) [შენატანები: წლის გაანგარიშება]

(ა)    ყოველი    საბიუჯეტო    პერიოდისათვის    ერთეული    შენატანის    ოდენობა

განისაზღვრება იმგვარად, რომ დანახარჯების საერთო ჯამი, რომელიც იხარჯება

კავშირის   წევრი   სახელმწიფოების   შენატანებით,   იყოფა   ერთეული   შენატანების

ოდენობაზე, რომელიც შეესაბამება კავშირის მოცემულ წევრ სახელმწიფოებს.

(ბ)   კავშირის   ყოველი   წევრი   სახელმწიფოს   შენატანის   ოდენობა   განისაზღვრება

იმგვარად, რომ ერთი ერთეული შენატანის ჯამი მრავლდება ერთეული შენატანების

ოდენობაზე, რომელიც შეესაბამება კავშირის ამ წევრ სახელმწიფოს.

(5)[შენატანების  გადახდის  დავალიანება]  (ა)  წევრი  სახელმწიფო,    რომელსაც  აქვს

შენატანის გადახდის დავალიანება (ბ) ქვეპუნქტის გათვალისწინებით,  საბჭოში არ

შეიძლება სარგებლობდეს ხმის უფლებით, თუ მისი დავალიანების ოდენობა ტოლია

ან აღემატება ამ ქვეყნის მიერ გადასახდელი წინა სრული წლის შენატანის ოდენობას.

ხმის მიცემის უფლების დროებით შეჩერება არ ათავისუფლებს კავშირის ასეთ წევრ

სახელმწიფოს  მისი  ვალდებულებისაგან  მოცემული  კონვენციის  შესაბამისად  და  არ

ართმევს მისგან გამომდინარე სხვა რომელიმე უფლებას.

(ბ)   საბჭოს   შეუძლია   ნება   დართოს   კავშირის   მოცემულ   წევრ   სახელმწიფოს

ისარგებლოს ხმის უფლებით,  თუ და იმ პირობით,  რომ იგი შეძლებს დაამტკიცოს

საბჭოსათვის    მისაღები    ფორმით,         რომ    გადახდის    შეჩერება    გამოწვეულია

განსაკუთრებული და გაუთვალისწინებელი ვითარებებით.

(6)[ ანგარიშის შემოწმება] კავშირის ანგარიშების შემოწმებას ადმინისტრაციული და

საფინანსო  წესების  შესაბამისად  ახორციელებს  კავშირის  ერთი  რომელიმე  წევრი

სახელმწიფო. კავშირის ასეთი წევრი სახელმწიფო ინიშნება, მისი თანხმობით, საბჭოს

მიერ.

(7)[სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების შენატანები] ნებისმიერი ხელშემკვრელი

მხარე,   რომელიც   სახელმწიფოთაშორისო   ორგანიზაციაა,   არ   არის   ვალდებული

გადაიხადოს შენატანები. თუ, ამის მიუხედავად იგი საჭიროდ ჩათვლის შენატანების

გადახდას, მის მიმართ გამოიყენება (1)-ლი – მე-(4) პუნქტების დებულებები.

თავი IX

კონვენციის გამოყენება: სხვა შეთანხმებე