(1)[სახელმწიფოები    და    ზოგიერთი    სახელმწიფოთაშორისი    ორგანიზაციები]    (ა)

მოცემული მუხლის დებულებათა შესაბამისად, ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია

გახდეს მოცემული კონვენციის მონაწილე.

(ბ) მოცემული მუხლის დებულებათა შესაბამისად ნებისმიერ სახელმწიფოთაშორისი

ორგანიზაციას შეუძლია გახდეს ამ კონვენციის მონაწილე, თუ მას:

(i) აქვს კომპეტენცია საკითხებში, რომლებიც წესრიგდება მოცემული კონვენციით;

(ii)    აქვს    თავისი     საკუთარი     კანონმდებლობა,         რომელიც     ითვალისწინებს

სელექციონერის     უფლების     მინიჭებას     და     დაცვას,          სავალდებულოს     მის

შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოებისათვის,  და

(iii)   მისი   შინაგანი   პროცედურების   თანახმად   ჯეროვნად   უფლებამოსილია

მიუერთდეს მოცემულ კონვენციას.

(2)[მიერთების დოკუმენტი] ნებისმიერი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა მოცემულ

კონვენციას,   ხდება მისი მონაწილე ამ კონვენციასთან მიმართებაში სარატიფიკაციო

სიგელის,     მიღების  ან  დამტკიცების  დოკუმენტის  შესანახად  ჩაბარების  გზით.

ნებისმიერი სახელმწიფო,   რომელმაც ხელი არ მოაწერა მოცემულ კონვენციას და

ნებისმიერი   სახელმწიფოთაშორისი   ორგანიზაცია   ხდება   მოცემული   კონვენციის

მონაწილე,   მოცემულ კონვენციასთან მიერთების აქტის შესანახად ჩაბარების გზით.

სარატიფიკაციო სიგელები,   მიღების ან დამატების შესახებ საბუთები,   ან მიერთების

შესახებ აქტები შესანახად ბარდება გენერალურ მდივანს.

(3)[საბჭოს  დასკვნა]  ნებისმიერი  ქვეყანა,  რომელიც  არ  არის  კავშირის  წევრი  და

ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, ვიდრე მიერთების აქტს შესანახად

ჩააბარებს, დასკვნის მისაღებად თხოვნით მიმართავს საბჭოს იმის თაობაზე, თუ

რამდენად   შეესაბამება   მისი   ეროვნული   კანონმდებლობა   მოცემული   კონვენციის

დებულებებს. თუ  საბჭოს დასკვნა  დადებითია, შესაძლებელია მიერთების აქტის

შესანახად ჩაბარება.

მუხლი35 დათქმები

(1)[პრინციპი]     მე-(2)     პუნქტის     გათვალისწინებით     მოცემულ     კონვენციასთან დაკავშირებით დათქმები არ დაიშვება.

(2)[შესაძლო გამონაკლისი] (ა) მე-3 (1) მუხლის გათვალისწინების გარეშე, ნებისმიერი სახელმწიფო, როცა იგი ხდება ამ კონვენციის მონაწილე, შეზღუდულია 1978 წლის აქტის დებულებებით და რომელიც ვეგეტაციურად გასამრავლებელ ჯიშებთან დაკავშირებით  ითვალისწინებს  სელექციონერის  უფლებით  დაცვას  კი  არა,  არამედ

სხვა სახის დამცავი დოკუმენტით სამრეწველო საკუთრების სფეროში, უფლება აქვს გააგრძელოს ასეთი დაცვის განხორციელება, ისე, რომ მოცემული კონვენცია არ გამოიყენოს ასეთი ჯიშების მიმართ.

(ბ) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ამ უფლებას გამოიყენებს, სარატიფიკაციო სიგელის მიღების, დამტკიცების დოკუმენტის, ან მიერთების აქტის შესანახად ჩაბარების დროს, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად, ამის შესახებ ატყობინებს გენერალურ მდივანს. ასეთ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს უკან გაითხოვოს  მითითებული  შეტყობინებ