1.
წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას ან მიერთებას მხარეთა მიერ და ოფიციალურ დამოწმებას ან მიერთებას ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციების მიერ. ის ღიაა მისაერთებლად ხელმოწერის მიზნით კონვენციის დახურვის მომდევნო დღიდან. სარატიფიკაციო სიგელები, მიღების, დამტკიცების, ოფიციალური დამოწმების ან მიერთების დოკუმენტები შესანახად გადაეცემა დეპოზიტარს.
2.
ეკონომიკური ინტეგრაციის ნებისმიერი რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ხდება კონვენციის მხარე, მიუხედავად იმისა, რომ მისი წევრი სახელმწიფოები არ არიან მხარეები, ვალდებულია შეასრულოს კონვენციით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. ხოლო იმ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომელთა ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფო წარმოადგენს კონვენციის მხარეს, ეს ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფოები განსაზღვრავენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებს. ამ შემთხვევაში, ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფოები უფლებამოსილნი არ არიან კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით ისარგებლონ ერთდროულად.
3.
ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციები ოფიციალური დამოწმების ან მიერთების დოკუმენტებში განსაზღვრავენ თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებს კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ორგანიზაციები ასევე აცნობებენ დეპოზიტარს, რომელიც, თავის მხრივ, აცნობებს მხარეებს, თავიანთი უფლებამოსილებების სფეროში მომხდარი რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შესახე