1.

კონვენციის დანართებისა და მათში შესატანი შესწორებების წარმოდგენა, მიღება და ძალაში შესვლა განხორციელდება 28-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

2.

დანართები შეადგენს კონვენციის განუყოფელ ნაწილს. კონვენციაზე მითითება გულისხმობს მითითებას მის დანართებზეც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამასთან დაკავშირებით არსებობს მკაფიოდ ფორმულირებული სხვაგვარი გადაწყვეტილება.

3.

დანართებს ექნება სიების, ფორმულარების და სხვა აღწერილობითი დოკუმენტაციის სახე და მოიცავს პროცედურულ, სამეცნიერო, ტექნიკურ ან ადმინისტრაციულ საკითხებს.

ნაწილი
XI.
დასკვნითი დებულებე