1.
მხარეთა კონფერენცია დანიშნავს მუდმივმოქმედ სამდივნოს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას. მხარეთა კონფერენცია აღნიშნულ დანიშვნას შეეცდება თავის პირველივე სხდომაზე.
2.
მუდმივმოქმედი სამდივნოს დანიშვნამდე, სამდივნოს კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
3.
სამდივნოს ფუნქციებია:
(a)
უზრუნველყოს მხარეთა კონფერენციისა და მასზე დაქვემდებარებული ორგანოების სხდომების მომზადება და გაუწიოს მათ შესაბამისი მომსახურება;
(b)
კონვენციის შესაბამისად მიღებული მოხსენებები გადასცეს დანიშნულებისამებრ;
(c)
მოთხოვნისამებრ დახმარება გაუწიოს მხარეებს, განსაკუთრებით კონვენციის მონაწილე განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს, კონვენციით გათვალისწინებული შეტყობინებების ან ინფორმაციის შედგენაში;
(d)
მოამზადოს მოხსენებები მის მიერ მხარეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით გაწეული საქმიანობის შესახებ და წარუდგინოს ისინი მხარეთა კონფერენციას;
(e)
მხარეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოს კოორდინაცია კომპეტენტურ საერთაშორისო და რეგიონულ მთავრობათშორის ორგანიზაციებსა და ორგანოებთან;
(f)
მხარეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით, გაატაროს ისეთი ადმინისტრაციული ან სახელშეკრულებო ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა საჭირო იყოს მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის;
და
(g)
შეასრულოს კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული და ასევე მხარეთა კონფერენციის მიერ განსაზღვრული სხვა სამდივნო ფუნქციებ