1.

მხარეები აღიარებენ ფინანსური რესურსების უდიდეს მნიშვნელობას კონვენციის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით.

2.

თითოეული მხარე უზრუნველყოფს თავის ქვეყანაში კონვენციის მიზნის მისაღწევად განხორციელებული საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას, თავისი ეროვნული გეგმების, პრიორიტეტების და პროგრამების შესაბამისად.

3.

მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი, რეგიონული, სუბრეგიონული და სხვა მრავალმხრივი არხების გამოყენებას, რათა უზრუნველყონ კონვენციის მონაწილე განვითარებად ქვეყნებსა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში თამბაქოს კონტროლის მრავალდარგობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელების დაფინანსება. შესაბამისად, თამბაქოს წარმოების ნაცვლად, უნდა დაინერგოს და განვითარდეს ეკონომიკურად ეფექტური სხვა სფეროები და მოხდეს ნარგავი კულტურების დივერსიფიკაცია მდგრადი განვითარების ეროვნულ დონეზე განხორციელებული სტრატეგიების ფარგლებში.

4.

მხარეები, რომლებიც წარმოდგენილი არიან კომპეტენტურ საერთაშორისო და რეგიონულ მთავრობათშორის ორგანიზაციებსა და ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებში, უზრუნველყოფენ ამ ორგანიზაციების მიერ შესაბამისი ფინანსური დახმარების გაწევას კონვენციის მონაწილე განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, მათ მიერ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამ ორგანიზაციების ფარგლებში მათი მონაწილეობის უფლების შეუზღუდავად.

5.

მხარეები აცხადებენ თანხმობას რომ:

(a)

ისინი დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს მათ მიერ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში, და რომ თამბაქოს კონტროლის მიზნით, უზრუნველყოფენ ყველა სახის არსებული და პოტენციური, სახელმწიფო თუ კერძო, ფინანსური, ტექნიკური და სხვა რესურსების მობილიზაციას, თითოეული მხარის, განსაკუთრებით კი კონვენციის მონაწილე განვითარებადი ქვეყნების და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების სასარგებლოდ.

(b)

სამდივნო კონსულტაციას გაუწევს კონვენციის მონაწილე განვითარებად ქვეყნებს და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს, მათი მოთხოვნისამებრ, დაფინანსების იმ არსებული წყაროების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

(c)

მხარეთა კონფერენცია თავის პირველ სხდომაზე განიხილავს დახმარების არსებულ და პოტენციურ წყაროებს და მექანიზმებს სამდივნოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის და სხვა სახის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აგრეთვე განიხილავს მათი ადეკვატურობის საკითხს; და

(d)

მხარეთა კონფერენცია გაითვალისწინებს აღნიშნული განხილვის შედეგებს, დაფინანსების საშუალებათა გაზრდის, ნებაყოფლობით შემოწირულობათა მსოფლიო ფონდის შექმნის ან იმ შესაბამისი მექანიზმების ამოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანას, რომლებიც უზრუნველყოფს დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევას კონვენციის მონაწილე განვითარებადი ქვეყნების და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის, მათ მიერ კონვენციით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით.

ნაწილი IX. დავათა გადაწყვე