1.

თითოეული მხარე მხარეთა კონფერენციას სამდივნოს მეშვეობით წარუდგენს პერიოდულ მოხსენებებს კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით. ეს მოხსენებები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

(a)

ინფორმაცია კონვენციის განხორციელების მიზნით გატარებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ადმინისტრაციული ან სხვა ზომების შესახებ;

(b)

ინფორმაცია კონვენციის განხორციელების დროს შექმნილი დაბრკოლებების ან შეზღუდვებისა და ამ დაბრკოლებათა დასაძლევად გატარებული ზომების შესახებ;

(c)

ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით გაწეული ან მიღებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ;

(d)

ინფორმაცია მე-20 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ზედამხედველობისა და კვლევითი სამუშაოების შესახებ; და

(e)

მე-6.3, მე-13.2, მე-13.3, მე-13.4 (დ), მე-15.5 და მე-19.2. მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2.

მხარეთა კონფერენცია განსაზღვრავს მხარეთა მიერ ასეთი მოხსენებების წარდგენის ფორმატსა და სიხშირეს. თითოეული მხარე საწყის მოხსენებას წარადგენს ამ მხარისათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში.

3.

22-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, მხარეთა კონფერენცია, მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, განიხილავს კონვენციის მონაწილე განვითარებადი ქვეყნების ან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობას მათ მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

4.

წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მოხსენებების წარდგენა და ინფორმაციის გაცვლა ექვემდებარება ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ დებულებებს კონფიდენციალურობის შესახებ. ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, მხარეები უზრუნველყოფენ მათ შორის გაცვლილი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა