[2]
1.
მხარეები აღიარებენ, რომ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრა, კონტრაბანდის, უკანონო დამზადების და გაყალბების ჩათვლით, და ამასთან დაკავშირებით ეროვნული კანონების შემუშავება და დანერგვა, სუბრეგიონული, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის შეთანხმებებთან ერთად, წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს თამბაქოს კონტროლის სფეროში.
2.
თითოეული მხარე მიიღებს და განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა ზომებს, რათა უზრუნველყოს თამბაქოს ნაწარმის თითოეულ პაკეტსა და შეკვრაზე, ასევე ასეთი ნაწარმის გარეკანსა და ეტიკეტზე სპეციალური აღნიშვნების გაკეთება, რაც მხარეებს ეროვნული კანონმდებლობისა და შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების შესაბამისად. თამბაქოს ნაწარმის წარმოშობის დადგენის, მონიტორინგის ჩატარების, თამბაქოს ნაწარმის მოძრაობის დინამიკის აღრიცხვის, გაკონტროლებისა და იურიდიული სტატუსის დადგენის შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, თითოეული მხარე:
(a)
მოითხოვს, რათა ცალობით ან საბითუმო წესით შიდა ბაზარზე გაყიდული თამბაქოს ნაწარმის თითოეულ პაკეტზე და შეკვრაზე გაკეთდეს შემდეგი სახის წარწერა: „რეალიზაცია ნებადართულია მხოლოდ: (ქვეყნის, რეგიონის ან ფედერაციული სუბიექტის დასახელება). ან უზრუნველყოს თამბაქოს ნაწარმის საბოლოო დანიშნულების ადგილის მითითებას ან სპეციალური აღნიშვნის გაკეთებას, რომელიც შესაბამის ორგანოებს დაეხმარება იმის დადგენაში, კანონიერი გზით მოხვდა თუ არა თამბაქოს ნაწარმი შიდა ბაზარზე გასაყიდად; და
(b)
განიხილავს მოკვლევისა და ზედამხედველობის მეთოდების შემუშავების შესაძლებლობას სადისტრიბუციო სისტემის გამართულად მუშაობისა და უკანონო ვაჭრობის გამოაშკარავების მიზნით.
3.
თითოეული მხარე მოითხოვს, რომ შეკვრაზე განთავსებული ინფორმაცია ან ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სპეციალური აღნიშვნები წარმოდგენილ იქნეს გარკვევით და/ან მის ტერიტორიაზე მოქმედ ძირითად ენაზე ან ენებზე.
4.
თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის მიზნით, თითოეული მხარე:
(a)
უზრუნველყოფს თამბაქოს ნაწარმით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის, ასევე უკანონო ვაჭრობის შესახებ მონაცემთა შეგროვებას და მონიტორინგის ჩატარებას, ასევე ინფორმაციის გაცვლას საბაჟო, საგადასახადო და სხვა ორგანოებს შორის, ეროვნული კანონმდებლობისა და შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე;
(b)
თამბაქოს ნაწარმით, მათ შორის ფალსიფიცირებული და კონტრაბანდული სიგარეტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ აამოქმედებს კანონებს, რომლებშიც გათვალისწინებულია შესაბამისი სასჯელები და ჯარიმები;
(c)
მიიღებს სათანადო ზომებს ყველა სახის ჩამორთმეული, ფალსიფიცირებული და კონტრაბანდული აპარატურის გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხო საშუალებებით განადგურების ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გასხვისების მიზნით;
(d)
გაატარებს ზომებს თამბაქოს იმ ნაწარმის შენახვასა და დისტრიბუციაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების, ასევე მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, რომლის ფლობა ან ტრანსპორტირება არ ექვემდებარება ბაჟისა და მოსაკრებლების გადახდას მისი იურისდიქციის ფარგლებში; და
(e)
მიიღებს სათანადო ზომებს თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობით მიღებული შემოსავლების კონფისკაციის მიზნით.
5.
წინამდებარე მუხლის მე-4(ა) და მე-4(დ) ქვეპუნქტების შესაბამისად შეგროვებულ ინფორმაციას მხარეები ერთიანი სახით გადასცემენ მხარეთა კონფერენციას 21-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ პერიოდულ ანგარიშებში.
6.
თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის მიზნით, მხარეები, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ეროვნულ სამსახურებს, ისე რეგიონულ და საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციებს შორის გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის განხორციელების საკითხებში. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება როგორც რეგიონულ, ისე ქვერეგიონულ დონეზე განხორციელებულ თანამშრომლობას თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგზომების გატარების მიზნით.
7.
თითოეული მხარე ეცდება მიიღოს და განახორციელოს შესაბამისი ზომები, მათ შორის ლიცენზირების ჩათვლით, სადაც ეს შესაძლებელია, რათა თამბაქოს უკანონო ვაჭრობის თავიდან აცილების მიზნით გააკონტროლოს ან არეგულიროს თამბაქოს ნაწარმის დამზადება და დისტრიბუცი