მხარეთა კონფერენცია, უფლებამოსილ საერთაშორისო ორგანოებთან კონსულტაციების გზით, განსაზღვრავს თამბაქოს ნაწარმის შემცველობისა და გამოფრქვეული ნივთიერებების ტესტირებისა და გაზომვის წესს. თითოეული მხარე, თავის ქვეყანაში მოქმედი უფლებამოსილი ორგანოების თანხმობით, მიიღებს და განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს ასეთი ტესტირებისა და გაზომვების, და ასეთი სახის რეგულირების მიზნი