მხარეები აღიარებენ, რომ ყოვლისმომცველი არასატარიფო ზომები წარმოადგენს თამბაქოს მოხმარების შემცირების ეფექტურ და მნიშვნელოვან საშუალებას. თითოეული მხარე მიიღებს და გაატარებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს, რომლებიც აუცილებელია მე-8-13 მუხლების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად. ამასთან, აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან უშუალოდ ან უფლებამოსილი საერთაშორისო ორგანოების საშუალებით. მხარეთა კონფერენცია განსაზღვრავს შესაძლო დირექტივებს წინამდებარე მუხლების დებულებათა განხორციელების მიზნი