წინამდებარე კონვენციისა და მისი ოქმების მიზანია ამჟამინდელი და მომავალი თაობების დაცვა თამბაქოს მოხმარებითა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედებით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესებისაგან, ასევე სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგებისაგან, მხარეთა მიერ ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ისეთი ზომების განხორციელების გზით, რომელთა მიზანია თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების თანმიმდევრულად და მნიშვნელოვნად შემცირებ