შორის ურთიერთკავშირი
1.
ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უკეთ უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს უფლება აქვთ გაატარონ ზომები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე კონვენციასა და მის ოქმებში. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტების არცერთი პუნქტი არ შეუშლის ხელს რომელიმე მხარეს დაადგინოს უფრო მკაცრი მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამება ამ დოკუმენტებით და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ დებულებებს.
2.
წინამდებარე კონვენციისა და მისი ოქმების დებულებები არ შეზღუდავს მხარეთა მიერ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების, მათ შორის რეგიონული და სუბრეგიონული შეთანხმებების დადების უფლებას, კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებულ ან დამატებით საკითხებზე, იმ პირობით, რომ ასეთი შეთანხმებები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. დაინტერესებული მხარეები ასეთი შეთანხმებების შესახებ აცნობებენ მხარეთა კონფერენციას სამდივნოს საშუალებით.
ნაწილი II. მიზანი, სახელმძღვანელო პრინციპები და ზოგადი ვალდებულებე