1.

თითოეული მხარე, მისთვის კონვენციის ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს და განახორციელებს ეფექტურ ზომებს შემდეგი მიზნით:

(a)

თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების მიზნით, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და ეტიკეტზე არ უნდა განთავსდეს რაიმე ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელი ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის თვისებების, საზიანო ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ, ასევე არ უნდა იქნეს გამოყენებული რაიმე ისეთი სიტყვა, სავაჭრო ნიშანი ან გამოსახულება, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შექმნის არასწორ წარმოდგენას თამბაქოს რომელიმე კონკრეტული ნაწარმის ნაკლებ მავნებლობაზე სხვა ნაწარმთან შედარებით. ასეთი სიტყვები შეიძლება იყოს: „კუპრის დაბალი შემცველობა“, „სუსტი“, მეტისმეტად სუსტი“ ან „რბილი“; და

(b)

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ პაკეტზე და შეკვრაზე, ასევე ასეთი ნაწარმის გარეკანზე და ეტიკეტზე უნდა განთავსდეს გაფრთხილება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ მავნე შედეგებთან დაკავშირებით და ასევე შესაბამისი ინფორმაცია. ასეთი სახის გაფრთხილება და ინფორმაცია უნდა:

(i)
დამტკიცდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ;

(
ii
) უზრუნველყოფილ იქნეს მისი როტაცია;

(
iii
) დაბეჭდილ იქნეს გარკვევით, მკაფიოდ და თვალსაჩინოდ;

(
iv
) განთავსდეს ძირითადი სადემონსტრაციო ფართის 50%-ზე ან მეტზე, მაგრამ არანაკლებ 30%-ისა;

(
v
) შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სურათების ან პიქტოგრამების სახით ან შეიცავდეს მათ.

2.

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ პაკეტი და შეკვრა, ასევე ასეთი ნაწარმის გარეკანი და ეტიკეტი, ამ მუხლის 1 (ბ) პუნქტში მითითებული გაფრთხილების გარდა, უნდა შეიცავდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის შემადგენელი კომპონენტების და გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ.

3.

თითოეული მხარის მოთხოვნით, გაფრთხილებები და ამ მუხლის 1 (ბ) და მე-2 პუნქტში მითითებული სხვა სახის ტექსტობრივი ინფორმაცია განთავსდება თამბაქოს ნაწარმის თითოეულ პაკეტზე და შეკვრაზე, ასევე ასეთი ნაწარმის გარეკანზე და ეტიკეტზე, ამ მხარის ტერიტორიაზე მოქმედ ძირითად ენაზე ან ენებზე.

4.

ამ მუხლის მიზნებისთვის, სიტყვები „გარეკანი და ეტიკეტი“ თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით ნიშნავს საცალო ვაჭრობის დროს გამოყენებულ გარეკანს და ეტიკეტ