ზომები
1.
მხარეები აღიარებენ, რომ სატარიფო და საგადასახადო ზომები წარმოადგენს მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის თამბაქოს მოხმარების შემცირების ეფექტურ და მნიშვნელოვან საშუალებას.
2.
საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრისა და ფორმირების სუვერენული უფლების შეუზღუდავად, თითოეულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ჯანდაცვის ეროვნული ამოცანები და გაატაროს ზომები, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს:
(a)
თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით საგადასახადო და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ფასების პოლიტიკის განხორციელება ჯანდაცვის იმ ამოცანების შესრულების მიზნით, რომლებიც ორიენტირებულია თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე.
(b)
ტურისტთა მიერ დაუნერგავი თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის და/ან იმპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა.
3.
21-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა კონფერენციისათვის პერიოდულად წარდგენილ მოხსენებებში, მხარეები წარმოადგენენ საგადასახადო დაბეგვრის განაკვეთებსა და თამბაქოს მოხმარების ტენდენციებ