1.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს თამბაქოს კონტროლის მრავალდარგობრივი ეროვნული სტრატეგიის, გეგმებისა და პროგრამების განვითარებას, დანერგვას, პერიოდულ კორექტირებას და განხილვას წინამდებარე კონვენციისა და იმ ოქმების შესაბამისად, რომელთა მონაწილეც არის ეს მხარე.
2.
ამ მიზნით, თითოეული მხარე, თავის შესაძლებლობათა გათვალისწინებით:
(a)
უზრუნველყოფს თამბაქოს კონტროლის მიზნით ეროვნული საკოორდინაციო ორგანოს ან ცენტრის შექმნას ან გაძლიერებას და დაფინანსებას; და
(b)
მიიღებს და განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ და/ან სხვა სახის ზომებს და ითანამშრომლებს სხვა მხარეებთან შესაბამისი პროგრამების შემუშავების სფეროში, თამბაქოს მოხმარების, ნიკოტინზე დამოკიდებულების და თამბაქოს კვამლის ზეგავლენის შემცირებისა და პრევენციის მიზნით.
3.
თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარებისა და დანერგვის პროცესში, მხარეები უზრუნველყოფენ ამ პროგრამების დაცვას თამბაქოს ინდუსტრიის ან სხვა ინტერესებისაგან, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
4.
შემოთავაზებული ზომების, პროცედურების და დირექტივების ფორმულარების პროცესში, მხარეები თანამშრომლობენ კონვენციისა და იმ ოქმების განხორციელების მიზნით, რომელთა მონაწილეებსაც ისინი წარმოადგენენ.
5.
მხარეები ითანამშრომლებენ სათანადო უფლებამოსილების მქონე საერთაშორისო და რეგიონულ მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან და სხვა ორგანოებთან კონვენციისა და იმ ოქმების მიზნების განხორციელებისათვის, რომელთა მონაწილეებსაც ისინი წარმოადგენენ.
6.
მხარეები, მათ ხელთ არსებული რესურსებისა და საშუალებების ფარგლებში, ითანამშრომლებენ კონვენციის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მოპოვების მიზნით, დაფინანსების ორმხრივი და მრავალმხრივი მექანიზმების გამოყენების გზით.
ნაწილი Ш. თამბაქოზე არსებული მოთხოვნის შესამცირებელი ზომე