წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
(a)
„უკანონო ვაჭრობა“ ნიშნავს კანონით აკრძალულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მოიცავს წარმოებას, ტრანსპორტირებას, მიღებას, ფლობას, დისტრიბუციას, ყიდვას ან გაყიდვას, ასეთი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ზომების ჩათვლით;
(b)
„ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია“ ნიშნავს რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან შექმნილ ორგანიზაციას, რომელსაც წევრი სახელმწიფოების მიერ მინიჭებული აქვს მთელი რიგი საკითხების განხილვის, და ასევე ამ საკითხებთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოებისათვის სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება;[1]
(c)
„თამბაქოს რეკლამირება და პოპულარიზაცია“ ნიშნავს ნებისმიერი სახის კომერციული ინფორმაციის ან რეკომენდაციის მიწოდებას ან ღონისძიების გატარებას, რომლის მიზანია ან რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან სავარაუდოა, რომ შედეგად მოჰყვეს თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების ხელშეწყობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით;
(d)
„თამბაქოს კონტროლი“ ნიშნავს თამბაქოს მიწოდების, თამბაქოზე არსებული მოთხოვნის ან თამბაქოთი გამოწვეული ზიანის შემცირებისათვის გამიზნულ მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას თამბაქოს მოხმარების ან თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების აღმოფხვრის ან შემცირების გზით;
(e)
„თამბაქოს წარმოება“ მოიცავს თამბაქოს მწარმოებლებს, თამბაქოს გამსაღებელ საბითუმო ფორმებს და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორებს;
(f)
„თამბაქოს ნაწარმი“ ნიშნავს პროდუქციას, რომლის ნედლეულად მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებულია თამბაქოს ფოთლები, და რომელიც დამზადებულია მოწევის, დაღეჭვის, წუწვნის ან შესუნთქვის მიზნით;
(g)
„თამბაქოს სპონსორობა“ ნიშნავს ნებისმიერი ღონისძიების, იურიდიული თუ ფიზიკური პირისათვის გაკეთებულ ნებისმიერი სახის შენატანს, რომლის მიზანია ან რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან სავარაუდოა რომ შედეგად მოჰყვეს, თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების პოპულარიზაცია პირდაპირი ან არაპირდაპირი გზი