1.

მხარეები აღიარებენ მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თამბაქოს კვამლის მავნე ზეგავლენა იწვევს სიკვდილს, დაავადებებს და შრომის უნარის დაქვეითებას.

2.

ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული იურისდიქციის ფარგლებში თითოეული მხარე მიიღებს და განახორციელებს, ხოლო იურისდიქციის სხვა დონეზე, ხელს შეუწყობს ეფექტური საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ადმინისტრაციული და/ან სხვა სახის ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას დახურული სივრცის მქონე სამუშაო ადგილებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დახურული ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საზოგადოებრივ ადგილებში