წინამდებარე კონვენციისა და მისი ოქმების დებულებებისა და მიზნების განხორციელებისათვის, მხარეები იხელმძღვანელებენ შემდეგი პრინციპებით:
1.
თითოეული პირის ინფორმირება თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედების, ნარკოტიკული ბუნებისა და მომაკვდინებელი ეფექტის შესახებ; სამთავრობო დონეზე ეფექტური საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ადმინისტრაციული ან სხვა ზომების განსაზღვრა თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისაგან თითოეული პირის დაცვის მიზნით.
2.
ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მრავალდარგობრივი ზომების განხორციელებისა და ამ ზომებზე კოორდინირებული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, რაც ითვალისწინებს:
(a)
ზომების გატარების აუცილებლობას თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისაგან თითოეული პირის დაცვის მიზნით;
(b)
ზომების გატარების აუცილებლობას თამბაქოს მოხმარების თავიდან აცილების, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობის, პოპულარიზაციისა და თამბაქოს ნებისმიერი ფორმით მოხმარების შემცირების მიზნით;
(c)
ზომების გატარების აუცილებლობას მკვიდრი მოსახლეობის და საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით თამბაქოს კონტროლის პროგრამების განვითარების, განხორციელებისა დაშეფასების პროცესში, მათივე სოციალური-კულტურული საჭიროებებისა და პერსპექტივების გათვალისწინებით; და
(d)
ზომების გატარების აუცილებლობას თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სტრატეგიების შემუშავების დროს სქესთან დაკავშირებული მნიშვნელობის რისკის რეგულირების მიზნით.
3.
საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების გადაცემა, ცოდნის გავრცელება, ფინანსური დახმარების გაწევა და მასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება, თამბაქოს კონტროლის ეფექტური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, ადგილობრივი კულტურის, ასევე სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და იურიდიული ფაქტორების გათვალისწინებით, შეადგენს ამ კონვენციის მნიშვნელოვან ნაწილს.
4.
ყველა სახის თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირების მიზნით, მნიშვნელოვანი მრავალდარგობრივი ღონისძიებების და რეაგირების ზომების განხორციელება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, ჯანდაცვის სფეროში მოქმედი პრინციპების შესაბამისად, თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს ზემოქმედების შედეგად გამოწვეულ დაავადებათა აღმოცენების, შრომის უნარის ნაადრევი დაქვეითების და ადრეული სიკვდილობის პრევენციისთვის.
5.
თითოეული მხარის მიერ თავისი იურისდიქციის ფარგლებში იმ ვალდებულებათა განსაზღვრა, რომლებიც წარმოადგენს თამბაქოს კონტროლის ფართომასშტაბიანი გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს.
6.
ეროვნულ დონეზე შემუშავებული მდგრადი განვითარების სტრატეგიების კონტექსტში, ტექნიკური და ფინანსური დახმარების მნიშვნელობის აღიარება და გათვალისწინება, თამბაქოს მომყვანთა და მუშათა ეკონომიკური ადაპტირების მიზნით, რომელთა შემოსავალი სერიოზულად შემცირდა თამბაქოს კონტროლის პროგრამების განხორციელების შედეგად, კონვენციის მონაწილე განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში.
7.
სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობის აღიარება კონვენციისა და მისი ოქმების მიზნის მიღწევის თვალსაზრისი