1.

თითოეული მხარე განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს, რათა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა იმ პირებისათვის, რომლებიც შიდა ან ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე ითვლებიან არასრულწლოვნებად, ან თვრამეტ წელზე ნაკლები ასაკის პირებისათვის. აღნიშნული ზომები მოიცავს:

(a)

თამბაქოს ნაწარმის ყველა გამსაღებლის მიერ თავის სავაჭრო პუნქტში სპეციალური აღნიშვნის გაკეთებას არასრულწლოვნებზე თამბაქოს ნაწარმის გასაღების აკრძალვის შესახებ, ხოლო ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, თამბაქოს მყიდველისათვის თავისი სრულწლოვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნას;

(b)

თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას ისეთი ფორმით, რაც მას პირდაპირი გზით ხელმისაწვდომს ხდის, მაგალითად, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა დახლებზე;

(c)

ისეთი ტკბილეულის, საჭმლის, სათამაშოების ან სხვა საგნების დამზადებისა და გაყიდვის აკრძალვას, რომლებსაც აქვთ თამბაქოს ნაწარმის ფორმა და ასეთი ნაწარმის მიმართ დადებითად განაწყობს არასრულწლოვნებს;

(d)

შესაბამისი ზომების გატარებას, რათა არასრულწლოვნებმა ვერ ისარგებლონ თამბაქოს გამსაღებელი სავაჭრო ავტომატებით და ასევე არ მოხდეს არასრულწლოვანთათვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის ხელშეწყობა.

2.

თითოეული მხარე აკრძალავს ან ხელს შეუწყობს მოსახლეობასა და განსაკუთრებით არასრულწლოვანთათვის უფასოდ თამბაქოს ნაწარმის დისტრიბუციის აკრძალვას.

3.

თითოეული მხარე ყოველ ღონეს იხმარს, რათა აიკრძალოს სიგარეტების ცალობით ან პატარა პაკეტებში გაყიდვა, რაც ამ ნაწარმს არასრულწლოვანთათვის ხელმისაწვდომს გახდის.

4.

მხარეები აღიარებენ, რომ თამბაქოს ნაწარმის არასრულწლოვნებზე რეალიზაციის აღკვეთის ზომები, მათი ეფექტურობის გაზრდისათვის უნდა გატარდეს წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებების პარალელურად.

5.

კონვენციის ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დროს ან შემდგომში, დროის ნებისმიერ პერიოდში მხარეს შეუძლია წარმოადგინოს სავალდებულო ძალის მქონე წერილობითი განაცხადი, რომლის საფუძველზეც იგი უზრუნველყოფს თავისი იურისდიქციის ფარგლებში თამბაქოს გამსაღებელი სავაჭრო ავტომატების აკრძალვას, ან საჭიროების შემთხვევაში, ასეთი სავაჭრო ავტომატების მთლიანად აკრძალვას. ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებულ განაცხადს დეპოზიტარი გადასცემს კონვენციაში მონაწილე ყველა მხარეს.

6.

თითოეული მხარე განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს, გამსაღებლებისა და დისტრიბუტორებისათვის ჯარიმების დაწესების ჩათვლით, წინამდებარე მუხლის 1-5 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

7.

თითოეული მხარე, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ზომებს თამბაქოს ნაწარმის იმ პირებზე რეალიზაციის აკრძალვის მიზნით, რომლებიც ეროვნული ან შიდა კანონმდებლობის საფუძველზე აღიარებულნი არიან არასრულწლოვნად, ან რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ თვრამეტი წელ