1.
სამეცნიერო მონაცემებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, თითოეული მხარე შეიმუშავებს და გაავრცელებს სათანადო, ყოვლისმომცველ და ინტეგრირებულ სახელმძღვანელო პრინციპებს თავის ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით და მიიღებს ეფექტურ ზომებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისა დათამბაქოზე დამოკიდებულებისადეკვატური მკურნალობის ხელშეწყობის მიზნით.
2.
ამ მიზნით, თითოეული მხარე:
(a)
შეუმუშავებს და დანერგავს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ ეფექტურ პროგრამებს სამუშაო ადგილებზე, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სპორტულ დაწესებულებებში;
(b)
სახელმწიფო ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროგრამებში, გეგმებსა და სტრატეგიებში გაითვალისწინებს თამბაქოზე დამოკიდებულების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს, ასევე თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მიზნით საკონსულტაციო სამსახურების შექმნის შესაძლებლობას, ჯანდაცვის, საზოგადოებრივ და სოციალურ სფეროებში დაკავებულ მუშაკთა მონაწილეობით;
(c)
ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში დანერგავს თამბაქოზე დამოკიდებულების დიაგნოსტიკის, კონსულტაციების, პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებს; და
(d)
ითანამშრომლებს სხვა მხარეებთან 22-ე მუხლის შესაბამისად, თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ფარმაცევტული პროდუქტების ხელმისაწვდომობის მიზნით. ასეთი პროდუქტები შეიძლება მოიცავდეს სათანადო წამლებს, წამლების გამოსაყენებლად საჭირო და სადიაგნოსტიკო საშუალებებს.
ნაწილი IV. თამბაქოს მიწოდების შემცირების მიზნით გატარებული ზომე