1. მიზანი

კომპონენტის მიზანია:

ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს საკითხებზე (თამბაქოსა და მეორადი კვამლის მავნეობა, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და თამბაქოს ახალი ტიპის გახურებადი ნაწარმი, ჩილიმი, თამბაქო და გარემო), თამბაქოს მოხმარების აკრძალვის/შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ და სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდა;

ბ) თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა (მ.შ. უკანონო ვაჭრობის მონიტორინგი);

გ) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისათვის დახმარების გაუმჯობესება.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) თამბაქოსათვის თავის დანებების მსურველთათვის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო კონსულტაციების განხორციელება; კონსულტაციის შემდგომი მონიტორინგი თამბაქოსათვის თავის დანებების გაუმჯობესების მიზნით;

ბ) თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, სადაც კანონით აკრძალულია მოწევა, მ.შ. თამბაქოს ახალი პროდუქტების (ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და თამბაქოს ახალი ტიპის გასახურებელი ნაწარმი, ჩილიმი) მოხმარება;

გ) სავაჭრო ობიექტების ობსერვაცია − თამბაქოს ნაწარმის, (მ.შ. თამბაქოს ახალი პროდუქტების) აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაციის ან/და განლაგების, ასევე რეკლამისა და პოპულარიზაციის წესების მონიტორინგი;

დ) მოწევის აკრძალვის მონიტორინგი ტრანსპორტში (საქალაქო და საქალაქთაშორისო, მ.შ. რკინიგზა) დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის და ცენტრისათვის მიწოდება;

ე) რეკლამის მონიტორინგი (ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები, ინტერნეტი) და რეკლამის მონიტორინგი ქუჩებში; დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისთვის და ცენტრისათვის მიწოდება;

ვ) თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მხარდაჭერის მიზნით სამუშაო შეხვედრების ორგანიზება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების და თამბაქოს კონტროლის კანონის აღმასრულებელი სტრუქტურებისათვის ქ. თბილისსა და რეგიონებში, კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში ადმინისტრირების პროცედურების, შედეგებისა და აღსრულების შესახებ არსებული გამოწვევების განხილვის მიზნით (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები; სსიპ – შემოსავლების სამსახური; ჯანდაცვის სექტორი; კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ტრანსპორტის სააგენტოები და სხვა);

ზ) თამბაქოს ნაწარმების შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

ა) პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა „ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ხორციელდება ცენტრის მიერ.

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) თამბაქოს კონტროლის და მისი მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერება;

ბ) თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების აღსრულების შეფასება;

გ) თამბაქოსათვის თავის დანებების ცხელი ხაზის გაძლიერება;

დ) თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების მექანიზმის დახვეწა.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი:

ა) თამბაქოს „ცხელ ხაზზე“ გაწეული კონსულტაციების და უკუკავშირის/კონსულტაციის შემდგომი მონიტორინგის რაოდენობა;

ბ) სამიზნე დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტებში, ტრანსპორტის და რეკლამის მონიტორინგის შედეგები;

გ) აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების და მონაწილე პირთა რაოდენობა;

დ) მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ კანონდარღვევებზე შეტყობინებების რაოდენობები;

ე) თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის შესახებ არსებული ელექტრონული მონაცემებ