1. მიზანი და ამოცანები

კომპონენტის მიზანია:

ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს საკითხებზე, თამბაქოს მოხმარების აკრძალვის/შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ და სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდა;

ბ) თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა;

გ) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისათვის დახმარების გაუმჯობესება.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) თამბაქოს საკითხებზე ცნობიერების ამაღლების საკომუნიკაციო კამპანიის ბრენდინგი და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ბ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით (საგანმანათლებლო, კრეატიული პოსტების, ინფოგრაფიკების და ბანერების განთავსება, ონლაინ გამოკითხვების ორგანიზება სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით, ,,Facebook live”-ის ფორმით ინფორმაციის მიწოდება, მობილური აპლიკაციის „თავს ვანებებ“ და თამბაქოსათვის თავის დანებების ცხელი ხაზის პოპულარიზაცია Facebook-ის გვერდზე - რეკლამის შესყიდვით;

გ) ანიმაციური ბანერის/ბანერების, მობილური აპლიკაციის „თავს ვანებებ“ და თამბაქოსათვის თავის დანებების ცხელი ხაზის პოპულარიზაცია - 6 წამამდე ანიმაციური ბანერის განთავსება Youtube-ის არხზე;

დ) არანაკლებ 5 სატელევიზიო კლიპის (15 წმ) მომზადება (თემატიკა: ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით; თამბაქოს მოხმარების მავნეობა);

ე) ტელევიზიებში კლიპების განთავსების მედია-გეგმის (ბადე) შემუშავება და კლიპების განთავსება სოციალური რეკლამის სტატუსის ფარგლებში;

ვ) მედია-ადვოკატირება (ტელე-რადიორეპორტაჟები, სტუმრობები გადაცემებში, სტატიები ბეჭდურ მედიაში და სხვა);

ზ) კამპანიის ფარგლებში სარეკლამო დროის შესყიდვა კინოთეატრებში ფილმის ჩვენების წინ;

თ) გარე სარეკლამო ბანერების კრეატიული დიზაინის ნამუშევრების შერჩევა კონკურსის წესით და ბანერების განთავსება მეტროში, ავტობუსების გაჩერებებსა ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში შემსყიდველთან შეთანხმებით;

ი) საინფორმაციო საპოპულარიზაციო ბეჭდვითი მასალის მომზადება, ბეჭდვა, გავრცელება, თამბაქოსაგან თავისუფალი ორგანიზაციების გამოვლენა და დაჯილდოება; (ფლაერები, ბუკლეტები, საინფორმაციო ფურცლები, კანონმდებლობის მოკლე გაიდი-პოსტერები სამასპინძლო, საჯარო და კერძო სექტორისათვის), მასალები პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასარიგებლად, მოწევის აკრძალვის კრეატიული ნიშნები. აღნიშნული მასალის დიზაინის შერჩევა, ბეჭდვა და მიზნობრივად გავრცელება;

კ) სმარტფონის აპლიკაციის შექმნა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევებზე რეაგირებისათვის;

ლ) საჯარო საუბრები / დისკუსიები თამბაქოს კონტროლის კანონის დანერვის შესახებ მედიის მონაწილეობით (მ.შ. რეგიონული მედიის მონაწილეობით) და გაშუქებით;

მ) თამბაქოსათვის თავის დანებების მსურველთათვის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო კონსულტაციების განხორციელება; ოპერატორთა გადამზადება თამბაქოს საკითხებზე;

ნ) სამასპინძლო დაწესებულებებთან კომუნიკაციის გაძლიერება - საინფორმაციო-სარეკომენდაციო სახის ვიზიტები კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე და შემდგომ საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, ვიზიტების სატელევიზიო და სხვა მედია საშუალებით ფართოდ გაშუქებით, საგანმანათლებლო მასალის დარიგებით;

ო) თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დანერგვის ობსერვაცია, რაც მოიცავს იმ სამიზნე დაწესებულებების (ტერიტორიის) დათვალიერებას (თამბაქოს ნამწვის, ფერფლის, მწეველობის პროცესის ან კვამლის აღმოჩენის მიზნით), სადაც კანონის შესაბამისად აკრძალულია მოწევა (მინიმუმ 2500 დაწესებულება მაისი-ივლისში და 1500 ნოემბერ-დეკემბერში). აქედან 100 დაწესებულებაში მოხდება მეორადი კვამლის გაზომვა (მცირე ნაწილაკების გაზომვის ჰაერის მონიტორის საშუალებით); დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის და ცენტრისათვის მიწოდება;

პ) თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგი - 3000 სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის, აგრეთვე თამბაქოს რეკლამის და პოპულარიზაციის მონიტორინგი კითხვარის დახმარებით; დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის და ცენტრისათვის მიწოდება;

ჟ) მოწევის აკრძალვის მონიტორინგი ტრანსპორტში (საქალაქო და საქალაქთაშორისო, მ.შ. რკინიგზა) (2018 წლის 1 მაისის შემდეგ) დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის და ცენტრისათვის მიწოდება;

რ) რეკლამის მონიტორინგი და რეკლამის მონიტორინგი ქუჩებში. დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის და ცენტრისათვის მიწოდება;

ს) მონიტორინგის შედეგად თამბაქოსაგან თავისუფალი ორგანიზაციების გამოვლენა და დაჯილდოება;

ტ) ექიმთა ტრენინგი თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობაში თბილისსა და რეგიონებში;

უ) ტრენინგი თამბაქოს კანონის აღმასრულებელი სტრუქტურებისათვის თბილისსა და რეგიონებში: შსს-ს წარმომადგენლები; შემოსავლების სამსახური; ჯანდაცვის სექტორი; რეგიონული ცენტრის ზედამხედველობის სამსახურები; კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ტრანსპორტის სააგენტოები;

ფ) სკოლის ექიმთა ტრენინგი სკოლებში თამბაქოს მოხმარების პრევენციის საკითხებზე; სახელმძღვანელოს ბეჭდვა და გავრცელება; თბილისსა და რეგიონებში;

ქ) ,,მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღესთან დაკავშირებული ღონისძიების აღნიშვნა;

ღ) თამბაქოს  კონტროლის   სახელმწიფო   სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცებული თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის გადახედვა და განახლება (2018-2023 წწ);

ყ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვისა და მარკირების მონიტორინგი - ადგილობრივი და იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმის სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის მონიტორინგი (2018 წ 1 სექტემბრიდან).

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

ა) პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების (გარდა „ქ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტებისა) უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ;

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) თამბაქოს კონტროლის მექანიზმის გაძლიერება;

ბ) თამბაქოს საკითხებზე მოსახლეობისა და პროგრამით განსაზღვრული კონტინგენტის ინფორმირებულობის დონის ამაღლება;

გ) თამბაქოსაგან თავისუფალი დაწესებულებების რაოდენობის გაზრდა;

დ) თამბაქოს ცხელი ხაზის საშუალებით თამბაქოს საკითხებზე კონსულტირებული მოსახლეობის მოცვის მაღალი მაჩვენებელი;

ე) თამბაქოსთვის თავის დანებების კონსულტირების პრინციპების შესახებ პჯდ და სკოლის ექიმების ცოდნის დონის გაზრდა.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი:

ა) შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;

ბ) სოციალური მედიით მოსახლეობის მოცვა;

გ) შემუშავებული კლიპების რაოდენობა და მედია-განთავსების გეგმა;

დ) სატელევიზიო/რადიო რეპორტაჟების/სტატიების, სტუმრობების რაოდენობა;

ე) საჯარო საუბრების/დისკუსიების და დისკუსიების დამსწრეთა რაოდენობა;

ვ) თამბაქოს „ცხელ ხაზზე“ გაწეული კონსულტაციების რაოდენობა;

ზ) სმარტფონის გამართული აპლიკაცია; აპლიკაციის ჩამოტვირთვების სტატისტიკური ინფორმაცია;

თ) სამასპინძლო დაწესებულებებში კანონმდებლობის შესახებ საინფორმაციო - საპოპულარიზაციო ვიზიტების რაოდენობა;

ი) სამიზნე დაწესებულებებში და სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტების შედეგები;

კ) დატრენინგებული სპეციალისტები თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის საკითხებში;

ლ) დატრენინგებული აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები;

მ) დაბეჭდილი და გავრცელებული საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალა (დაგეგმილის 100%);

ნ) თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მონიტორინგის შედეგები და დარღვევებზე შეტყობინებების რაოდენობები;

ო) საკომუნიკაციო კამპანიის ანალიზი-შეფასებ