1. მიზნები და ამოცანები

კომპონენტის მიზანია რეგულარული ფიზიკური აქტივობის, როგორც ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფაქტორის, მისი სახეობების, სასურველი რეჟიმისა და მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის განათლებისა და ცნობიერების სისტემატიური ამაღლება სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობით.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) მტკიცებულებებზე დაყრდნობით 2018 წლის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმის შემუშავება;

ბ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით;

გ) მტკიცებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება/ბეჭდვა/გავრცელება სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ცენტრის თანამშრომელთა მიერ, ასევე ადგილობრივი სჯდ ცენტრების მიერ მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში;

დ) მასმედიის მობილიზება და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ადვოკატირება (ტვ და რადიო რეპორტაჟები, სტუმრობები, სტატიები);

ე) ქუჩების მოხატვა ფიზიკური აქტივობის წამახალისებელი სტენსილებით;

ვ) სპორტული თამაშების მოწყობა ეზოებში ან სხვა სივრცეებში, სტუმრების მოწვევა და ღონისძიების პოპულარიზაცია;

ზ) მარათონის ორგანიზება ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციის მიზნით;

თ) ორგანიზაციებისათვის ფიზიკური აქტივობის („ჯანმრთელი აქტივობის“) სახელმძღვანელოების („ჯანმრთელობის ფურცელი“) მომზადება ელექტრონულად დასაგზავნად;

ი) ველოსიპედებისათვის პარკირების ადგილების მოწყობის ადვოკატირება და მერიის ნებართვით საჩვენებელი პარკინგის მოწყობა.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ;

ბ) მოსახლეობის ცოდნის დონის ზრდა, რომელმაც იცის რეგულარული ფიზიკური აქტივობის რაობის შესახებ.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი

ა) საგანმანათლებლო მასალის დაბეჭდვა (დაგეგმილის 100%);

ბ) სოციალური მედია ქსელით სამიზნე ჯგუფის მოცვა (დაითვლება ფეისბუქ მთვლელით);

გ) განხორციელებული მარათონი;

დ) ქუჩის მხატვრობა / სტენსილების რაოდენობა;

ე) სატელევიზიო რეპორტაჟების, გადაცემებისა და სტატიების რაოდენობა;

ვ) ფიზიკური აქტივობის („ჯანმრთელი აქტვობის“) გაიდები;

ზ) სპორტული თამაშების რაოდენობა;

თ) საჩვენებელი პარკინგი ველოსიპედებისათვი