1. მიზანი და ამოცანები
კომპონენტის მიზანია:
ა) ჯანსაღი კვების პრინციპების შესახებ ცოდნის გაზრდა მოსახლეობაში;
ბ) მარილის და შაქრის მოხმარების შემცირების ხელშეწყობა.
2. მომსახურების მოცულობა
კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
ა) მოსახლეობის განათლების მიზნით 2018 წლის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმის მომზადება;
ბ) მიზნობრივი ტრენინგების განხორციელება მედია წარმომადგენლებისთვის (2 სემინარი სატელევიზიო, რადიოს, ასევე ბეჭდვითი მედიის სფეროდან, მ.შ. რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის - 25-30 წარმომადგენლის დასწრებით);
გ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით;
დ) „ჯანსაღი რეცეპტების“ სერიის მომზადება და გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით;
ე) მედია-ადვოკატირებით ჯანსაღი კვების პრობლემატიკის აქტუალიზაცია;
ვ) საგანმანათლებლო ბეჭდვითი მასალების მომზადება, ბეჭვდა და გავრცელება ბავშვებისთვის;
ზ) ჯანსაღი ცხოვრების წესზე კონკურსის წესით კრეატიული ბანერის (ან კედლის მხატვრობის) დამზადება და განთავსება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.
3. დაფინანსების მეთოდოლოგია
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
4. განხორციელების მექანიზმი
კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. დასახული საბოლოო შედეგები
ა) ჯანსაღი კვების შესახებ მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება;
ბ) მარილისა და შაქარის ჭარბი მოხმარების მავნეობის შესახებ მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება.
6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი
ა) დაბეჭდილია და გავრცელებულია დაგეგმილი საგანმანათლებლო მასალების 100%;
ბ) სოციალური მედია ქსელებით სამიზნე აუდიტორიის მოცვა (დაითვლება პირდაპირ ფეისბუქ მთვლელით);
გ) ტრენირებული ტვ/ბეჭდური/რადიო მედიის წარმომადგენლების რაოდენობა, რომლებმაც იციან ჯანსაღი კვების პრინციპების, მარილის მოხმარების შემცირების ხელშეწყობის პოპულარიზება (30-მდე);
დ) გადაღებული და გავრცელებული ვიდეო-კლიპი;
ე) კრეატიული ბანერი ან ქუჩის მხატვრობა თბილისში;
ვ) სატელევიზიო რეპორტაჟების, გადაცემებისა და სტატიების რაოდენობ