1. მიზანი

კომპონენტის მიზნებია:

ა) მოსახლეობის ინფორმირება C ჰეპატიტის პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, პროგრამის წამოწყების, ბენეფიციარების, ჩართვის კრიტერიუმების და სერვისის მოცულობის შესახებ;

ბ) რისკის ჯგუფების ინფორმირება, განათლება და ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, ამისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ;

გ) პროგრამის მოსარგებლეების სრულფასოვანი ინფორმირება მკურნალობის სქემის, მოსალოდნელი შედეგებისა და რისკების შესახებ; წარმატებული მკურნალობის შემდგომ ხელახალი დაინფიცირების რისკებისა და პრევენციის შესახებ.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) C ჰეპატიტზე საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების საკომუნიკაციო კამპანიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

ბ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით (საგანმანათლებლო, კრეატიული პოსტების, ინფოგრაფიკების და ბანერების განთავსება, ონლაინ გამოკითხვების ორგანიზება სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით, ,,Facebook live”-ის ფორმით ინფორმაციის მიწოდება;

გ) პერსონალური, რეალური ვიდეოისტორიის (მინიმუმ 1) და ვიდეორგოლის (მინიმუმ 1) მომზადება, გავრცელება სოციალურ ქსელში;

დ) ტელევიზიებში ვიდეორგოლების განთავსების მედია-გეგმის (ბადე) შემუშავების უზრუნველყოფა და საეთერო დროის შესყიდვა. აგრეთვე, ვიდეორგოლების განთავსების უზრუნველყოფა ტელევიზიებში სოციალური რეკლამის სტატუსის ფარგლებში;

ე) მედია-ადვოკატირება პაციენტთა და მაღალი რისკ ჯგუფების თემის ჩართულობით (ტელე-რადიორეპორტაჟები, სტუმრობები გადაცემებში, სტატიები ბეჭდურ მედიაში და სხვა);

ვ) მეტროს ბანერების კრეატიული დიზაინის ნამუშევრების შერჩევა კონკურსის წესით და ბანერების განთავსება მეტროში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შემსყიდველთან შეთანხმებით;

ზ) საინფორმაციო საპოპულარიზაციო ბეჭდვითი მასალის მომზადება, ბეჭდვა, გავრცელება (ფლაერები, ბუკლეტები, საინფორმაციო ფურცლები). აღნიშნული მასალის დიზაინის შერჩევა კონკურსის წესით, ბეჭვდა და მიზნობრივად გავრცელება შემსყიდველთან შეთანხმებით;

თ) საჯარო საუბრები / დისკუსიები და თანსწორ-განმანათლებელი პრინციპით სემინარები პაციენტთა თემისა და მედიის მონაწილეობით (მ.შ. რეგიონული მედიის მონაწილეობით) და გაშუქებით;

ი) კრეატიული ღონისძიების/აქტივობის დაგეგმვა და განხოციელება უმაღლესი სასწავლებლებისა და სტუდენტური ორგანიზაციების ჩართულობით (მაგ: მარათონი ან C ჰეპატიტის თემაზე ნახატების გამოფენა);

კ) C ჰეპატიტის ვებგვერდის მართვა და მონაცემების განახლება;

ლ) მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ცოდნის, დამოკიდებულების, პრაქტიკის შესწავლა C ჰეპატიტის სკრინინგის, მკურნალობის, სტიგმისა და დისკრიმინაციის შესახებ.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

ა) პროგრამის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების (გარდა ,,კ“ ქვეპუნქტისა) განსახორციელებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) პროგრამის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ კვეპუნქტის მიმწოდებელია ცენტრი.

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ;

ბ) C ჰეპატიტის პროგრამაში ბენეფიციარების მაქიმალური ჩართულობა.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი:

ა) დაგეგმილი საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალის ბეჭდვა 100%;

ბ) სოციალური მედია ქსელით სამიზნე ჯგუფის მოცვა (დაითვლება ფეისბუქ მთვლელით);

გ) C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა;

დ) გადაღებული ვიდეო და რეალური ისტორია;

ე) მედიარეპორტაჟები და ისტორიების რაოდენობა;

ვ) საჯარო დისკუსიებში მონაწილეთა რაოდენობა;

ზ) C ჰეპატიტის ვებგვერდი განახლებული მონაცემებით;

თ) სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების C ჰეპატიტის სკრინინგის, მკურნალობის, სტიგმისა და დისკრიმინაციის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებ