(მათ შორის მასმედიასთან ურთიერთობა, სატელეკომუნიკაციო და საეთერო დროის შესყიდვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე)
1. მიზნები და ამოცანები
კომპონენტის მიზნებია:
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების კომპეტენციების გაძლიერება ჯანმრთელობის ხელშეწყობის ძირითად საკითხებზე;
ბ) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ცხოვრების ჯანსაღ წესზე და ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე;
გ) ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება;
დ) ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების ხელშეწყობა ორსულთა და რეპროდუქციული ასაკის ქალთა ცნობიერების ამაღლების გზით;
ე) საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება.
2. მომსახურების მოცულობა
კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენელთა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მეთოდოლოგიების შესახებ;
ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით სმს გზავნილების გავრცელება (მაგ. „მიიღე 5 პეშვი ხილი და დარჩი ჯანმრთელი NCDC-ის რჩევით“, „იარე დღეს მინიმუმ ნახევარი საათი და დარჩი ჯანმრთელი NCDC-ის რჩევით“; თამბაქო 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოზე აქცენტირებით);
გ) შეხვედრები ორსულ ქალებთან ქალთა კონსულტაციებსა და სამშობიარო სახლებთან/განყოფილებებთან არსებულ ანტენატალური მომსახურების კლინიკებში;
დ) შეხვედრები მოზარდებთან და ახალგაზრდებთან ადრეული ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით;
ე) საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების ბეჭდა (ლიფლეტი, ინფოგრაფიკა) და გავრცელება;
ვ) საგზაო უსაფრთხოების მსოფლიო დღის აღნიშვნა;
ზ) ადრეული ქორწინების ზიანის, ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების თემატიკაზე მასალის გათავსება ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ გვერდზე;
თ) ადრეული ქორწინების ზიანის, ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების თემატიკაზე ბეჭდური მასალის ბეჭდვა და გავრცელება;
ი) სატელეკომუნიკაციო და საეთერო დროის შესყიდვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე.
3. დაფინანსების მეთოდოლოგია
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
4. განხორციელების მექანიზმი
ა) პროგრამის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) პროგრამის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ;
გ) პროგრამის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. დასახული საბოლოო შედეგები:
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი რგოლის გაძლიერება ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებში;
ბ) ადრეული ქორწინების ზიანის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება საგანმანათლებლო ბეჭდური მასალის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ გვერდზე განთავსებული მასალის საშუალებით;
გ) ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება საგანმანათლებლო ბეჭდური მასალის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ გვერდზე განთავსებული მასალის საშუალებით;
დ) საგზაო უსაფრთხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება საგანმანათლებლო ბეჭდური მასალის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ გვერდზე განთავსებული მასალის საშუალებით.
6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი:
ა) სმს-ით სამიზნე პოპულაციის მოცვა;
ბ) ტრენირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენელთა რაოდენობა;
გ) ადრეული ქორწინების საკითხებზე და ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების შესახებ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა;
დ) ადრეული ქორწინების ზიანის, ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების შესახებ მომზადებული მასალა (დაგეგმილის 100%);
ე) საგზაო უსაფრთხების შესახებ საგანმაანთლებლო ბეჭდური მასალა (დაგეგმილის 100%);
ვ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ-გვერდზე განთავსებული მასალ