1. მიზანი
კომპონენტის მიზნებია:
ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ საკითხებზე, აგრეთვე, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებისათვის არსებული სერვისების შესახებ;
ბ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხების ადვოკატირება და მასთან დაკავშირებული პლატფორმების გაძლიერება;
გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების კომპეტენციების გაძლიერება სამუშაო შეხვედრების და ტრენინგების მეშვეობით.
2. მომსახურების მოცულობა
კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
ა) მოსახლეობის განათლება და ინფორმირებულობის დონის ამაღლება ჯანმრთელობის ხელშეწყობის პრიორიტეტულ საკითხებსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ქცევით რისკფაქტორებზე (თამბაქო, კვება, ალკოჰოლი, ფიზიკური აქტივობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ა.შ.);
ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებისათვის არსებული სერვისების შესახებ, მ.შ. C ჰეპატიტის პრევენციის, ადრეული გამოვლენის, დროული მკურნალობის და სხვა დაავადებების სკრინინგული პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება;
გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურების კომპეტენციების გაძლიერება სამუშაო შეხვედრების და ტრენინგების მეშვეობით;
დ) ჯანსაღი ქალაქების ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ე) გარემო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოსახლეობის განათლება;
ვ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის მარკეტინგული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ კონცეფციაზე დაყრდნობით;
ზ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის მეშვეობით მარკეტინგული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
თ) საკომუნიკაციო ინტერვენციების განხორციელება მარკეტინგული სტრატეგის შესაბამისად მედიაადვოკატირების, დაინტერესებულ მხარეებთან/სათემო ორგანიზაციებთან შეხვედრების, მიზნობრივი ტრენინგების და სხვა ინტერვენციების მეშვეობით, მ.შ:
ი) მასმედიასთან ურთიერთობა და სატელეკომუნიკაციო და/ან საეთერო დროის (მათ შორის სამედიცინო პროფილის ტელევიზიის მომსახურების) შესყიდვა ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე;
კ) საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება, ბეჭდვა და მიზნობრივი გავრცელება;
ლ) გარე სარეკლამო ბანერების მომზადება და განთავსება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;
მ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის თანამედროვე საინფორმაციო სისტემების პლატფორმების გაძლიერება – ჯანმრთელობის ხელშეწყობის ვებგვერდის და/ან მობილური აპლიკაციის, ასევე „მშობელთა სკოლის“ მობილური აპლიკაციის შექმნა და გამართვა შემუშავებული კონცეფციების მიხედვით;
ნ) საჭიროებისამებრ, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით სმს გზავნილების გავრცელება;
ო) ჯანმრთელობის მსოფლიო დღეების აღნიშვნა.
3. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
4. განხორციელების მექანიზმი
ა) პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „თ“, „კ“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“, „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ;
გ) პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის ფარგლებში სამედიცინო პროფილის სატელევიზიო მომსახურების შესყიდვა (არაუმეტეს 90 000 ლარის ოდენობით) ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „პულსისგან“.
5. დასახული საბოლოო შედეგები
ა) მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება ჯანმრთელობის ხელშეწყობის პრიორიტეტულ საკითხებზე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ქცევით და ბიოლოგიურ რისკფაქტორებზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებისათვის არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება საკომუნიკაციო ინტერვენციების მეშვეობით;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებში;
გ) ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის ფუნციონირების მხარდაჭერა
6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი
ა) სამიზნე პოპულაციის მოცვა სხვადასხვა საკომუნიკაციო ინტერვენციის მეშვეობით;
ბ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის პლატფორმების გაძლიერება (შემუშავებული ვებგვერდი და აპილკაცია);
გ) მომზადებული ტელესაკომუნიკაციო მასალის რაოდენობა (დაგეგმილის 100%);
დ) განხორციელებული საკომუნიკაციო აქტივობები;
ე) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ტრენირებულ წარმომადგენელთა რაოდენობა;
ვ) სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა;
ზ) მომზადებული ბეჭდური და საპოპულარაზაციო მასალების რაოდენობა;
თ) ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის ხელშემწყობი ღონისძიებების რაოდენობა;
ი)ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამის მარკეტინგული სტრატეგიის დოკუმენტ