1. მიზანი
კომპონენტის მიზნებია:
ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ საკითხებზე, აგრეთვე, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებისათვის არსებული სერვისების შესახებ;
ბ) ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის და მარილის მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგიების ადვოკატირება;
გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების კომპეტენციების გაძლიერება სამუშაო შეხვედრების და ტრენინგების მეშვეობით.
2. მომსახურების მოცულობა
კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
ა) მოსახლეობის განათლება და ინფორმირებულობის დონის ამაღლება არაგადამდები დაავადებების ქცევით ფაქტორებსა (თამბაქო, კვება/მარილი, ალკოჰოლი, ფიზიკური აქტივობა), და ბიოლოგიურ რისკ-ფაქტორებზე (სიმსუქნე და ჰიპერტენზია) საკომუნიკაციო კამპანიების და სხვა მხარდამჭერი ინტერვენციების გზით;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებისათვის არსებული სერვისების შესახებ, მ.შ. B და C ჰეპატიტების პრევენციის, ადრეული გამოვლენის, დროული მკურნალობის; კიბოს სკრინინგული პროგრამების; ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის; ანტენატალური ვიზიტების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება საკომუნიკაციო კამპანიების და სხვა მხარდამჭერი ინტერვენციების გზით;
გ) ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის და მარილის მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგიების ადვოკატირება დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების გზით;
დ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურების კომპეტენციების გაძლიერება ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებში სამუშაო შეხვედრების და ტრენინგების მეშვეობით;
ე) პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გაძლიერება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების გამოვლენის და მხარდამჭერი ინტერვენციების პრაქტიკის შესახებ; ბარიერების კვლევა;
ვ) კიბოს სკრინინგულ პროგრამებში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით გრძელვადიანი კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება ქცევითი და კულტურული მიდგომების გათვალისწინებით;
ზ) ჯანსაღი ქალაქების ქსელის ფუნქციონირების ადვოკატირება საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ოქტომბრის №510 დადგენილების „საქართველოში ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის ჩამოყალიბების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად;
თ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის მარკეტინგული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ კონცეფციაზე დაყრდნობით;
ი) მასმედიასთან ურთიერთობა და სატელეკომუნიკაციო და/ან საეთერო დროის შესყიდვა ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე;
კ) საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება, ბეჭდვა და მიზნობრივი გავრცელება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისა მოსახლეობისათვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;
ლ) სარეკლამო მომსახურებები, მ.შ. საინფორმაციო-საგანმანათლებლო სახის, გარე სარეკლამო ბანერების მომზადება და განთავსება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; ციფრულ მედიაში ბანერების განთავსება ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებზე;
მ) მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) გზავნილების გავრცელება საჭიროებისამებრ, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, პრევენციული და სკრინინგული პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და პროგრამებში ბენეფიციარების ჩართულობის დონის ამაღლების მიზნით, მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან შეთანხმებული მეთოდოლოგიის მიხედვით;
ნ) ჯანმრთელობის მსოფლიო დღეების აღნიშვნა.
3. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
4. განხორციელების მექანიზმი
ა) პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების (გარდა „დ“, „ზ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა) უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ, ხოლო მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით.
5. დასახული საბოლოო შედეგები
ა) მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ქცევით და ბიოლოგიურ რისკფაქტორებზე;
ბ) პრევენციული და სკრინინგული სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებში;
დ) ფიზიკური აქტივობის, მარილის მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგიებზე უწყებათაშორისი შეთანხმების მიღწევა;
ე) ჯანმრთელობის ხელშეწყობის ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიის დოკუმენტი, რაც საფუძვლად დაედება პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საგანმანათლებლო კამპანიების და ინტერვენციების დაგეგმვასა და განხორციელებას.
6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი
ა) განხორციელებული საინფორმაციო, საკომუნიკაციო და საპოპულარიზაციო აქტივობები, მ.შ. სკრინინგ აქციები და ჩართულ პირთა რაოდენობა;
ბ) ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის კომუნიკაციის გეგმის შემუშავება;
გ) პრევენციულ სერვისებში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა;
დ) მომზადებული ტელესაკომუნიკაციო მასალის რაოდენობა;
ე) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ტრენირებულ წარმომადგენელთა რაოდენობა;
ვ) პირველადი ჯანდაცვის რგოლის ტრენირებულ წარმომადგენელთა რაოდენობა და ბარიერების კვლევის შედეგები;
ზ) მომზადებული და გავრცელებული ბეჭდური და საპოპულარაზაციო მასალების რაოდენობა;
თ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის მარკეტინგული სტრატეგიის დოკუმენტ